სიერა-ლეონეს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, გამოძიება ჩატარდება ორ მატჩზე, რომლებიც ანგარიშით 95:0 და 91:1 დასრულდა. საეჭვო ანგარიშები ქვეყნის რანგით მეორე ჩემპიონატში დაფიქსირდა – ,,კაჰუნლა რეინჯერსმა” ,,ლუმბენბუ იუნაიტედი” გაანადგურა, ,,გალფმა” კი – ,,კოკიმა ლიბანი”. ,,ფედერაციას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს გარიგებული მატჩების ან რაიმე მსგავსის მიმართ. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით […]