2020 წლის შემოდგომიდან “დინამო თბილისმა” გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე დაიმატა. 27 წლის ქართველ შემტევს თითქმის 10 სეზონი ევროპაში აქვს გატარებული და ისეთი ქვეყნების უმაღლეს ლიგებში უთამაშია, როგორებიც დანია, ჩეხეთი და პოლონეთია. სხირტლაძემ “დინამოსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ქვეყნის ჩემპიონის მაისურით უკვე თავის გამოჩენაც მოახერხა. მან ეროვნული ლიგის მე-15 ტურში, გორის “დილას” კარის აღება მოახერხა. […]