დანიის ნაკრების კაპიტანი, სიმონ კიაერი და სამედიცინო შტაბის წევრები უეფასგან პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებენ. აღნიშნული პრიზი, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გადასცემს, დანიელებს 2021 წლის ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოჩენილი გმირული საქციელის გამო გადაეცემათ. ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ (0:1) დანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და გულის […]