საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთს დაუპირისპირდება. სალონიკში, “პაოკში” გასამართ შეხვედრას, გამოცდილი პოლონელი მსაჯი, სიმონ მარჩინიაკი მოემსახურება. 40 წლის რეფერის, რომელიც ფიფას კატეგორიის არბიტრი 2011 წლის შემდეგაა, საქართველოსთან შეხება აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა ბერძნული კლუბების არაერთ შეხვედრაზე უმუშავია. საერთო ჯამში, “პაოკის”, “აეიკის“, “არისის”, “ოლიმპიაკოსისა” და საბერძნეთის მთავარი და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩძებზე […]