“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყოფილი ცენტრი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2-გზის ტრიუმფატორი – სლავა მედვედენკო საჩემპიონო ბეჭდებს აუქციონზე ყიდის. “ლეიკერსის” ყოფილი კალათბურთელი მიღებული თანხის უკრაინის დასახმარებლად გადარიცხვას გეგმავს. სლავა მედვედენკო NBA-ს გამარჯვებული 2001 და 2002 წლებში გახდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში უკრაინელი ცენტრი “ლეიკერსში” კობი ბრაიანტთან და შაკილ ო’ნილთან ერთად თამაშობდა. 43 წლის მედვედენკოს მტკიცებით, […]