სუპერკომპიუტერმა ევრო 2020-ის ჩემპიონი იწინასწარმეტყველა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრების დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერმა ჩემპიონი იწინასწარმეტყველა. ტურნირის დაწყებამდე ალგორითმს იმედი ჰქონდა, რომ გარეთ საუთგეიტს 55-წლიანი ლოდინის დასრულება შეეძლო და 1966 წლის შემდეგ ინგლისელებს პირველი დიდი ტურნირის მოგებისკენ გზას გაუხსნიდა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც “სამმა ლომმა” ხორვატიის ნაკრებზე შური იძია და სამი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში […]
ბურთის ფლობის მასტერკლასი: ესპანეთის ნაკრების უნიკალური მიღწევა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, “ლა კარტუხაზე” შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში რამდენე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა და “ფურია როხა” რეკორდების მფლობელიც გახდა. ეს ყველაფერი მეტწილად ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რომელმაც გუნდში მიძინებულ ტიკი-ტაკას ახალი სული შთაბერა და ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობის უმაღლესი მაჩვენებელიც დააფიქსირებინა. […]
პოლონეთი 1:2 სლოვაკეთი (მიმოხილვა)
ვლადიმირ ვაისმა ახალ გუნდში პირველივე მატჩში ტიტული მოიგო
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ბრატისლავის “სლოვანში” დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში გამარჯვება და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 56 წლის სპეციალისტისთვის სადებიუტო გუნდში დედაქალაქელებმა “ზლატე-მორავცე” – 4:0 გაანადგურა, 31 ტურის შემდეგ საჩემპიონო ჯგუფში 68 ქულა დააგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. ამრიგად, სლოვაკეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეთხუთმეტედ იზეიმა. ეს […]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დიდი ალბათობით, მალე აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდება. სლოვაკური მედიიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის დასაქმებით მისი ყოფილი კლუბი, ბრატისლავის “სლოვანი” ინტერესდება. წყაროს ცნობით, სლოვაკური კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელი დარკო მილანიჩი, რომელმაც “სლოვანი” სექტემბერში ჩაიბარა, გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრატისლაველებს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ლიდერის პოზიცია უკავიათ და […]
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში გამართავს. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 21-წლამდელები სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ვასილ მაისურაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. რჩეული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის “ლოკომოტივი”), დავით კერესელიძე (“გაგრა”), ლუკა სანიკიძე (“თელავი”). მცველები: დავით კობოური (“დინამო თბილისი”), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (თბილისის […]