მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს გორან დრაგიჩი დააკლდება. 37 წლის კალათბურთელმა თავად განაცხადა, რომ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს: ,,სახლში ვიქნები. თამაშს არ ვაპირებ, უკვე საკმარისი გავაკეთე. ეროვნულ ნაკრებში 16 წელი ვითამაშე, პლუს NBA და სხვა ყველაფერი. შეიძლება, იაპონიაში ჩემი გუნდის საგულშემატკივროდ წავიდე, მაგრამ თამაში გამიჭირდება,” – თქვა დრაგიჩმა. დრაგიჩმა 2017 წელს ეროვნული ნაკრების დატოვება […]