დღეს, 8 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -73 კგ, ქალებში კი -57 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს. 2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, -73 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ლაშა შავდათუაშვილმა მიიღო, რომელიც დამამშვიდებელში ბრაზილიელ მეტოქესთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. ასევე მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა […]