ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეორე ეტაპზეა
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, სადაც მისი პირველი რაუნდის მეტოქე ძალზე გამოცდილი, მსოფლიოს მე-17 ჩოგანი, ამერიკელი ჯეკ სოკი გახლდათ. ნიკამ შესანიშნავი თამაში აჩვენა თითოეული სეტის განმავლობაში და საბოლოო შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. 3-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში ნიკა მომდევნო რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 34 წლის ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება. […]
ნიკოლოზ ბასილაშვილს პეკინში ურთულესი მეტოქე ეყოლება
დღეს, პირველ ოქტომბერს, სტარტი აიღო პეკინში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირმა, რომელიც ATP რეიტინგში 500 ქულიან ტურნირთა სიაშია. მოგეხსენებათ, გასულ კვირაში ჩინეთში რამდენიმე ტურნირი მიმდინარეობდა ერთდროულად, თუმცა 250 ქულიანები. ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუში ასპარეზობდა, სადაც იგი ტურნირის მე-3 ნომრად იყო განთესილი, რის გამოც ასპარეზობა პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყო. მისი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი ამერიკელი სემ კიურეი გახლდათ, რომელთანაც ქართველი […]