სოლიგორსკის “შახტიორს” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა. ბელორუსულ კლუბში კარიერას გეგა დიასამიძე გააგრძელებს. “საბურთალოს” ყოფილმა ნახევარმცველმა “შახტიორთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “შახტიორში” თბილისური კლუბიდან მიმდინარე წლის ზაფხულში გადაბარგებული ლაშა შინდაგორიძეც თამაშობს, რომელმაც 10 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა და კლუბს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. 27 წლის ნახევარმცველი, რომელიც წარსულში “ორჰუსში“, “დილაში”, “სასკოსა” და “ლოკომოტივში” თამაშობდა, […]