,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ბოლონიასთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა: ,,მაშინ, როცა ბურთი და ინიციატივა მეტოქეს აქვს, სიტუაცია უფრო რთულდება, განსაკუთრებით ისეთი გუნდისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. მინდოდა, რომ უფრო სუფთად გვეთამაშა, მატჩის დასასრულებლად შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ,,ბოლონია” კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. კვარაცხელია? რაც უფრო ხშირად ვხედავ მას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ წარმოუდგენლად […]
სპალეტი: ,,პენალტების სერია? ჩემი აზრით, საუკეთესოებმა თავიდანვე უნდა დაარტყან და ბოლო წუთს არ უნდა დაელოდონ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,გასაგებია, რომ ,,მილანთან” ორი მატჩი გვქონდა, ზოგიერთ დეტალზე უფრო ყურადღებით ვმუშაობთ. რამდენიმე ხრიკს უნდა მივაგნოთ, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეს სხვა გუნდებისგან განსხვავებული თვისებები აქვს – აქვს ძრავა, ტექნიკა, მეკარესთან მიახლოების სიმარტივე. დეტალებზე ყურადღების გამახვილება საშუალებას მოგვცემს, რომ მათზე უკეთესები ვიყოთ. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, […]
,,ნაპოლისა” და ,,მილანის” შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი გასახდელში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, რაფაელ ლეაოს დაუპირისპირდა. როგორც იტალიურ მედიაში იწერება, სპეციალისტს პორტუგალიელი ფეხბურთელის გოლის აღნიშვნის ფორმა არ მოეწონა. ლეაო გუნდის დირექტორმა, პაოლო მალდინიმ დაიცვა და შელაპარაკება მასსა და სპალეტის შორის გაგრძელდა: ,,მისტერ, რატომ ნერვიულობთ? სერია ა უკვე მოიგეთ, კიდევ რა გინდათ?” – უთხრა მალდინიმ სპალეტის. […]
სპალეტი ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს
,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, სპეციალისტი კლუბთან ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, რაც გაზრდილ ხელფასსაც მოიცავს. სპალეტის ,,ნაპოლისთან” ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. 2022-2023 წლის სეზონი ნეაპოლური გუნდისთვის განსაკუთრებით წარმატებულია – სერია A-ს 18 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” 47 ქულა აქვს და […]
სპალეტი: ,,კვარაცხელია ლიდერია და საკუთარი ნება უნდა გამოხატოს ”
,,ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა: ,,კვარაცხელიამ გუნდს ულიდერა, რაც გვჭირდება. ახლა ჩვეულ ფორმას, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაუბრუნდეს. მოედანზე სწორედ ამ მიზეზით დავტოვე და მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა. ზოგჯერ, როცა ბურთი არ აქვს, გუნდურ თამაშში მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს. ის ლიდერია და საკუთარი […]
სპალეტი: ,,კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და ტკივილი აღარ აწუხებს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ანტალიასპორთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,რასპადორის ქებას ვეთანხმები – როცა თავმდაბალი ხარ და გინდა, გუნდს დაეხმარო, შეგიძლია, ნებისმიერი როლი შეასრულო. ამ ამხანაგურ მატჩში გამიხარდა ისეთი ფეხბურთელების გაცნობა, როგორებიც ფერნანდო და ლუის ადრიანო (ანტალიასპორი) არიან, ისინი ,,შახტარში” თამაშისას მინახავს. ეს მნიშვნელოვანი ტესტი იყო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მზადება გავაგრძელოთ. კვარაცხელია? თავს კარგად […]
დღეს “ნაპოლი” მორიგ ჩემპიონთალიგურ შეხვედრას გამართავს. იტალიელთა მეტოქე “ლივერპული” იქნება, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხეს. “დიეგო არმანდო მარადონაზე” გამართული შეხვედრა ინგლისელებმა 1:4 დათმეს. დღევანდელი მატჩი იურგენ კლოპის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი “ნაპოლის” 4-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხებენ, ჯგუფში პირველ ადგილს დაიაევებენ და 1/8 ფინალში შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდებათ. რამდენიმე წუთის წინ, “ნაპოლის” სასტარტო თერთმეტეული გამოქვეყნდა, სადაც კვარაცხელიას […]