სეტუბალის პრეზიდენტმა უარყო: არც ბენფიკა, არც სპორტინგი!
გიორგი მაკარიძეს ბრწყინვალე სეზონი აქვს. საქართველოს ნაკრების მეკარე ისეთ პრესტიჟულ ჩემპიონატში, როგორიც პორტუგალიის პრიმეირა ლიგაა, შედეგიანობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა, მთლიანად ევროპაში კი სამეულში შედის. ცხადია, ასე სტაბილურად მოთამაშე გოლკიპერი თვალთახედვის არედან არ გამოპარვიათ წამყვან პორტუგალიურ კლუბებს. ამიტომაც, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ აქტიურად იწერება, რომ 29 წლის კარის დარაჯის გადაბირება “ბენფიკასა” და “სპორტინგის” ინტერესებში შედის. თუმცა, […]
ინდივიდუალური ჯილდოები: მესის და რონალდუს სტატისტიკა – არგენტინელის უპირატესობა
ლიონელ მესიმ 4-წლიანი პაუზის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთისთვის დავაში გადაასწრო. არგენტინელმა ვარსკვლავმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა. წარმატებული სეზონისა და 2019 წლის შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა თავის პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს არაერთი მაჩვენებლით გაასწრო. ოქროს ბურთი მესი – 6 რონალდუ – 5 ევროპის ოქროს ბუცი მესი – […]
45 მატჩი, 46 გოლი და 4 წელი – ასაკი მხოლოდ ციფრებია
კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა უბრალოდ ფანტასტიკურია. 34 წლის თავდამსხმელმა ნაკრებში ბოლო 7 მატჩში 13 ბურთი შეაგდო და საერთო ჯამში უკვე 98 გოლი დააგროვა. ამ გასაოცარი რიცხვებით 5 ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელი ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირთა შორის ევროპაში პირველი მსოფლიოში კი მეორეა. ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი მხოლოდ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 109 გოლია. რონალდუს მიერ ლიეტუვასთან […]
მაკარიძის შეძენა ლისაბონის სპორტინგს სურს
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის “სპორტინგს” სურს. 29 წლის მეკარე კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. “სეტუბალის” მეკარემ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 8-ჯერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მაკარიძის შეძენა რამდენიმე წლის წინ “ბრაგასაც” სურდა. მაშინ გიორგი “მორეირენსეში” თამაშობდა. “სპორტინგი” პორტუგალიის ჩემპიონატში 17 ქულით მეოთხე ადგილზეა. ლისაბონური გუნდი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.
რონალდუს 700 გოლი: სად, რამდენი და როდის გაიტანა?
ციფრები, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ აჩვენებს, უბრალოდ არამიწიერია. 5 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურში, უკრაინის ნაკრების კარში (1:2) კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. უკრაინასთან გატანილი 11-მეტრიანის შემდეგ, 34 წლის თავდამსხმელს საკლუბო დონეზე 605, ხოლო სანაკრებოზე 95 მოუგროვდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ფეხბურთელის გატანილ გოლებს ერთად გადავხედოთ. Cristiano Ronaldo’s numbers are just 🤯 […]
სპორტინგს კრიშტიანუ რონალდუ უმცროსის შეძენა სურს
“სპორტინგის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ კრიშტიანუ რონალდუ უმცროსის შეძენის შესაძლებლობას. კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, მისი შვილიც “ბიანკონერის” ასაკობრივ გუნდს შეუერთდა, სადაც გამაოგნებელი ასპარეზობით გამოიჩინა თავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პორტუგალიური კლუბის წარმომადგენლებს რონალდუ უმცროსის გაფორმება სურთ. წლევანდელ სეზონში, “იუვენტუსის” U9 გუნდის მაისურით უმცროსმა რონალდუმ 56 გოლის გატანა და 26 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. კრიშტიანუ რონალდუ “სპორტინგის” ღირსებას […]
იკერ კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთი გააერთიანა
იკერ კასილასის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააერთიანა. მას ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და საფეხბურთო მოღვაწეები მხარდაჭერას უცხადებენ. კასილასი გასულ კვირას “პორტოს” სავარჯიშო მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას გულის შეტევა ჰქონდა და ამჟამად, იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულისთვის “ბენფიკა” და “პორტო” გამალებით იბრძვიან, კასილასისადმი გამამხნევებელი სიტყვები არც “ბენფიკას” მთავარმა […]
კრიშტიანუ რონალდუს ტოპ 10 გოლი (ვიდეო)
რეალის სამარცხვინო საქციელი
მადრიდის “რეალის” გუშინდელი საქციელი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა, საქმე იმაშია რომ “სამეფო კლუბმა” გუშინ, კლუბის ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით არ მიულოცა რაც სწრაფადვე შეფასდა სამარცხვინო და არასწორ საქციელად. რონალდუს, 34 წლის იუბილე სიყრმის გუნდმა “სპორტინგმა”, ამჟამინდელმა კლუბმა “იუვენტუსმა”, “მანჩესტერ იუნაიტედმა” და პორტუგალიის ნაკრებმა მიულოცა, ანუ ყველამ სადაც კი მას უთამაშია, […]