ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ გაამხილა, თუ რა ფორმაციით გამოვა მისი გუნდი მოედანზე. “ნებისმიერ შემთხვევაში მატჩს 5-3-2-ით დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვჭირდება. მე არ მსურს ყველაფრის ღიად თქმა, მაგრამ დიდი შანსია, რომ უკრაინასთან ჩატარებული შეხვედრის მსგავსი ტაქტიკით ვითამაშოთ. საბოლოო არაფერია. ჩვენ უბრალოდ კარგად ვისაუბრეთ და ბევრჯერ მითქვამს: თუ ვფიქრობ, რომ 4-3-3 […]