დასრულდა წლის შემაჯამებელი ტურნირი ქალთა ერთეულთა თანრიგში, რომელიც ყოველწლიურად სინგაპურში იმართება. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი სლოან სტივენსი და მე-7 საფეხურზე მყოფი ელინა სვიტოლინა დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ამერიკელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუმცა სულ მცირედით. პირველ სეტში სლოანმა ბრეიკის უპირატესობა საწყის გეიმებშივე მოიპოვა, რის შემდეგაც ელინამ 4 ბრეიკ-პოინტი გაანიავა და საბოლოოდ სეტი ამერიკელის გამარჯვებით, […]