უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს. მატჩის წინ, მეტოქე გუნდის მეკარემ, სტოლე დიმიტრევსკიმ, რომელსაც ამბიციური განცხადებების გაკეთება სჩვევია, მორიგი კომენტარი გააკეთა. “როცა სახლში ბრუნდები და შენს მეგობრებთან ერთად ეროვნულ გუნდში თამაშობ, თავს კარგად გრძნობ. ვგეგმავთ, რომ ორი კარგი მატჩი ჩავატაროთ. […]