ლივერპული ცენტრალურ მცველს კონტრაქტს უხანგრძლივებს
BBC-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა დეიან ლოვრენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მერსისაიდული კლუბის მესვეურები ცენტრალურ მცველთან ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივებას გეგმავენ. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხორვატი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს ვერ დატოვებს. იურგენ კლოპის გუნდში არსებული კონკურენციის პირობებში, 31 წლის უკანახაზელისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი აღარ რჩება და ის ვირჯილ ვან დაიკის, ჯო […]
5 დაუვიწყარი მატჩი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე
მაშინ, როცა სახლში დარჩენა არათუ სასურველი, აუცილებელიც კია, ლიტერატურის, ხელოვნების თუ სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა. Live.ge ახალ რუბრიკაში იმ ლეგენდარულ მატჩებს შემოგთავაზებთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ხუთ გამორჩეულ საფეხბურთო დაპირისპირებას მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გირჩევთ. მანჩესტერი – ბაიერნი 2:1 (1998/99 ჩემპიონთა ლიგის ფინალი) ესაა მატჩი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სასწაულები არსებობს […]
დაჩი ცნობილაძე: “რეკომენდაციებს ვითვალისწინებ და ფორმას ვინარჩუნებ”
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, ახლა კი ამ გუნდის გულშემატკივარი ევროტურნირებზე წარმატებას ელის. ახალი სეზონში გუნდში ბევრი ცვლილება იყო. ზამთარში გუნდმა ორი მწვრთნელი შეიცვალა და რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა. გუნდის ახალი რესურსის, არსებული პაუზისა და სამომავლო მიზნების შესახებ “საბურთალოს” ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს ვესაუბრეთ. სანამ გუნდზე ვისაუბრებთ, კორონავირუსის დროს შეცვლილ რეჟიმზე გკითხავ. როგორია […]
ქეთევან გაიპარაშვილი: “მადლობა ფედერაციას ნდობისთვის, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო”
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ისეთი რანგის მატჩში, როგორიც ქვეყნის სუპერთასია, სამსაჯო ბრიგადაში ქალი არბიტრი მოხვდა. მთავარი მსაჯის დამხმარე “დინამო” – “საბურთალოს” დერბიში ქეთევან გაიპარაშვილი გახლდათ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. “მინდა ფეხბურთის ფედერაციას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. 2006 წლიდან პროფესიონალი მსაჯი ვარ და მამაკაცთა ფეხბურთში ასეთი დონის შეხვედრაში პირველად ვიმუშავე. ეს ქართული ფეხბურთისთვისაც ისტორიული მომენტია, […]
ლევან კობიაშვილი: “გულშემატკივრის სიმრავლე სასიამოვნოა, ეს მოედანზეც აისახება”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის დასრულების შემდეგ სტადიონზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და “დინამო” – “საბურთალოს” მატჩი შეაფასა. “მინდა ორივე გუნდს მადლობა ვუთხრა, რადგან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა გვაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ახლა იწყება, ორივე გუნდს ბევრი ახალწვეული ჰყავს და შეთამაშებული არ არიან, მთლიანობაში კარგი თამაში ვიხილეთ. “დინამოს” და […]
კახა ჩხეტიანი: “მოედნის საფარმა ხელი შეგვიშალა, თუმცა შეუთამაშებლობის პრობლემა შესამჩნევია”
კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, “დინამო თბილისმა” პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა და მარცხი იწვნია. “სუპერთასის” შეხვედრაში “საბურთალოსთან” (0:1) მარცხის შემდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა. “პირველ რიგში მინდა “საბურთალოს” გამარჯვება მივულოცო, მათ ტიტულის მოგება დაიმსახურეს. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, დრო კი ცოტა გვქონდა და გუნდმა შეთამაშება ვერ მოახერხა. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ სამუშაო ძალიან […]
თემურ შალამბერიძე: “ფორმის პიკში არ ვყოფილვართ, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ”
თემურ შალამბერიძემ “საბურთალოსთან” ერთად პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და პირველი ტიტულის მოგებაც მოახერხა. თბილისურ დერბიში, ქვეყნის თასის მფლობელმა კლუბმა ეროვნული ლიგის გამარჯვებული “დინამო” დაამარცხა და სუპერთასის მფლობელი გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “საბურთალოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “საბურთალო” ჩემპიონი უკვე იყო, ასევე თასის გამარჯვებულიც, ერთადერთი, რაც ჩვენს კლუბს აკლდა სუპერთასი იყო და წარმატებას ამ […]
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ყოველ წელს ტიტულის მოგება სტაბილურობის ნიშანია”
“დინამო თბილისთან” მინიმალური სხვაობით (0:1) გამარჯვების შემდეგ, 21 წლის წინ დაარსებული კლუბი “საბურთალო” ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტიტულის გამარჯვებული გახდა. სუპერთასზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, თბილისური კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, კომენტარი გააკეთა. “ბუნებრივია, ძალიან დიდ სიხარულს განვიცდით. ერთ დროს, საფეხბურთო სკოლაში ორგანიზებული პატარა კლუბი დღეს საქართველოში ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. “საბურთალო” ყოველ წელს მინიმუმ ერთი ტიტულის […]
მარგველაშვილი: “იმედია, გამარჯვების მუხტი გაგრძელდება, ევროპული წარმატების დროა”
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია. თბილისელებმა ქვეყნის შიგნით უკვე ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს. ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგებაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა შეიტანა. “დინამო თბილისთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, მარგველაშვილმა ემოციები ჟურნალისტებს გაუმჟღავნა. “საბურთალოს ქომაგებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. გრძელი გზა გავიარეთ და უკვე სამივე ტიტულის მოგება მოვახერხეთ, კლუბმა ამის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთა. […]
ტიტულების სრული კომპლექტი: საბურთალომ სუპერთასიც მოიგო!
საქართველოში საფეხბურთო სეზონი დაიწყო. 2020 წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა “მიხეილ მესხი 2-ზე” სუპერთასის ეგიდით გაიმართა. ერთმანეთს ეროვნული ლიგის ბოლო გათამაშების ჩემპიონი “დინამო თბილისი” და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. სატიტულო მატჩს ორივე გუნდი წინა სეზონის შემდეგ განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდა. ორივე თბილისური კლუბი მორიგ დერბიში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გამოიყვანა – კახა ჩხეტიანისა […]
კახა ჩხეტიანი: “დინამოს თითოეული ფეხბურთელი ძირითადი ბირთვის ნაწილია”
ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “დინამო თბილისის” გენერალური დირექტორი, ზაზა დოლიძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ახალწვეულებიც წარადგინეს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა თავკაცმა დასრულებული შეკრება შეაფასა და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “მაშინ, როცა სეზონი არ მიმდინარეობს, ცხადია გუნდი ყოველ მატჩში 100%-ით მზად ვერ იქნება. შეკრებაზე გუნდი ყოველი შეხვედრიდან შემდეგ […]
დინამო თბილისი იუნკერებს პატივს ორიგინალურად მიაგებს
23 თებერვალს, “მიხეილ მესხი 2-ზე”, თბილისურ დერბიში, “დინამო თბილისი” და ” საბურთალო” საქართველოს 2020 წლის სუპერთასის გამარჯვებულს გამოავლენენ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 99 წლის წინ, 23 თებერვალს რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში ღირსეულად დაღუპულ ქართველ იუნკერებს პატივს მიაგებს. “ლურჯ-თეთრები” ამ შეხვედრაში არატრადიციული, შავი ფერით ითამაშებენ და მაისურზე, მკერდთან იუნკერთა გმირულად გარდაცვლილ მეთაურთა გვარები ექნებათ ამოტვიფრული. სუპერთასის შეხვედრა […]