უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, “გაგრა” მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონ “სუტიესკას” უმასპინძლებს, სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილია სავიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ქალაქის დათვალიერება სრულფასოვნად ვერ მოვასწარით, მაგრამ რაც ვნახეთ, ამან ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. სტადიონი და ქალაქის არქიტექტურა მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან დიდი და კარგი საფეხბურთო […]