გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “რომას” თავდამსხმელის ტამი აბრაჰამის შეძენით არის დაინტერესებული. “ჩელსიდან” წასვლის შემდეგ, ინგლისელი რომში გადაბარგდა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით საუცხოო ფორმაში შევიდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა სერია A-ში 37 მატჩში 17, ხოლო ყველა ტურნირზე 27 გოლი გაიტანა. ამბობენ, რომ ერიკ ტენ ჰაგს ფორვარდების მთელი სია აქვს ჩამოწერილი, რომელთა დამატებასაც ზამთარში შეეცდება. ესპანური გამოცემა […]