უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 125 კგ წონით კატეგორიაში ლეგენდების ფინალი შედგება. ფინალში ერთმანეთს, ქართველი – გენო პეტრიაშვილი და ლეგენდარული თურქი მოჭიდავე – ტაჰა აკგული დაუპირისპირდებიან. ქართულ-თურქული დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის უცხო არ არის, ისინი საკმაოდ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, რადგან ამ წონის ლიდერები სწორედ ეს ორი სპორტსმენი არიან. გენო პეტრიაშვილმა 2017 წლისა და 2019 […]