დანაკლისი და ახალი სახეები – ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” […]
მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ფინალის MVP გახდა
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ესპანური “ბურგოსი” გახდა. ჩვენი კონტინენტის რანგით მეორე ტურნირი ბურგოსელებს თად მაკფადენმა მოაგებინა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაკფადენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრია და მას უდიდესი წილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩში, ბელგრადში, სერბეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ბურგოსის” მეტოქე მასპინძელი აეკ-ი […]
FIBA-ს ჯამურ სტატისტიკებში ქართველები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ
ევროპის 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი რაუნდი დასრულდა. ამის გამო FIBA-მ მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი კალათბურთელები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც ქართველები მოწინავე პოზიციებზე არიან: ქულა: ორი შეხვედრის ჯამში თად მაკფადენს 51 ქულა დაუგროვდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია, ამ მხრივ პირველ პოზიციაზე პოლონელი კალათბურთელი ეი ჯეი სლაქტერია […]
პირველი გამარჯვება – ქართველმა კალათბურთელებმა შვეიცარიელები დაამარცხეს!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 96:88 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი და დუდა სანაძე, რომლებმაც საკმაოდ კარგი სტატისტიკა დააფიქსირეს. გიორგი შერმადინი: 36:10 წუთი; 16 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა. ბექა ბურჯანაძე: 32:44 წუთი; 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესტონეთთან და ისრაელთან მატჩებისთვის ცნობილია!
29 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტალინის “საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება და შესაბამისად, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს იღონებს. საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ჩვენს ნაკრებს […]