რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა ფალავანმა ტატო გრიგალაშვილმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონი, წარმოშობით რუსი – ალან ხუბეცოვი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იქნება. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალში გავიდა კობა მჭედლიშვილიც, რომელმაც ბერძენი ალექსიოს ნტანანციდისი დაამარცხა.