თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, საქართველოს ნაკრებში არსებული სიახლეების და საბერძნეთთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ძალიან ძნელია, ორი თამაშის შემდეგ შეაფასო ახალი მწვრთნელის საქმიანობა. მე პირველი დადებითი ის დავინახე, რომ სანაკრებო კანდიდატთა სია გაიზარდა. მეორე დადებითი ისაა, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებულების რაოდენობა გაიზარდა. ადრეც იძახებდნენ, მაგრამ მე ვერ ვნახე, რომ […]