თბილისის ლოკომოტივი: “ვწუხვართ, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი”
თბილისის “ლოკომოტივი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ფინანსური პრობლემების გამო, გუნდმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილისა და ლიდერების შენარჩუნება ვერ მოახერხა. “მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია […]
გიორგი არაბიძემ შესაძლოა ქუთაისის ტორპედოში ითამაშოს
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. მას მერე, რაც 2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონში, “სამტრედიამ” ბოლო პოზიცია დაიკავა და უძლიერესი ათეულიდან დაქვეითდა, 23 წლის ფეხბურთელი იმერულ კლუბს დაემშვიდობა. Live.ge-ს ინფორმაციით, არაბიძის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი კი ქუთაისის “ტორპედოა“, რომელსაც სწორედ “სამტრედიას” ყოფილი მწვრთნელი, გია ცეცაძე ხელმძღვანელობს […]
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რკინიგზელთა” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები”, – წერს “ლოკომოტივი”. “საბურთალოს” და “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისში დაინიშნა […]
საქართველოს ჩემპიონი მონტენეგროელ თავდამსხმელს იმატებს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 2022 წლის სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ტრანსფერებს ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებს. მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარულმა კლუბმა “დინამო თბილისიდან” სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა, ცნობილი ხდება, რომ ბათუმელები მონტენეგროელ თავდამსხმელს, სტეფან დენკოვიჩს იმატებენ. 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც სერბეთის დედაქლაქ ბელგრადშია დაბადებული, ამპლუით მარცხენა ფლანგის შემტევი […]
ეროვნული ლიგა: XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური რადენიმე საინტერესო და ამავე დროს, სენსაციური შედეგით გამოდგა დასამახსოვრებელი. სათამაშო კვირის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია სამტრედიაში დაფიქსირდა, სადაც თითქმის მეორე ლიგაში დაქვეითებულმა “სამტრედიამ” ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი “დინამო ბათუმი”, თანაც კაცნაკლულმა – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ერთადერთი გოლის გატანა ანატოლი მესიაჩენკომ მოახერხა. 1:0 იმარჯვა ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა “დინამო […]
ვალენსიას მწვრთნელი: “მამარდაშვილი სკამზე გაშვებული გოლების გამო არ დავსვით”
“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. “მეკარის პოზიციაზე რამდენიმე არჩევანი გვაქვს, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს ძალიან აკრგად წარმოაჩენენ. ეჭვგარეშეა, რომ კარი არავისთვის არის დახურული. ამჟამად, იასპერ სილესენი თამაშობს, მაგრამ მის გარდა კიდევ სამი მეკარე გვყავს, რომლებიც კარგად და ბევრს შრომობენ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ოჩოტორენასთან. არ შეიძლება, რომ გაშვებული გოლი მხოლოდ მეკარეს დაბრალდეს. […]
გიორგი მამარდაშვილი FIFA 22-ის სამ ყველაზე პერსპექტიულ მეკარეს შორის მოხვდა
ბრიტანულმა საფეხბურთო გვერდმა Goal.com-მა ვიდეო-თამაშის, FIFA 22-ის რეიტინგების მიხედვით 50 საუკეთესო ახალგაზრდა გოლკიპერის ჩამონათვალი გამოაქვეყნა და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად განიხილა. საინტერესოა, რომ სამეულში საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. 21 წლის კარის დარაჯი ამ სიაში მესამე პოზიციას იკავებს, მისი კოეფიციენტი კი 75-ს უდრის. აქვე განხილულია პოტენციური რეიტინგიც, რომლის მიხედვითაც, “დინამო თბილისის” აღზრდილ მეკარეს შესაძლოა […]
ეროვნული ლიგის სეზონის მთავარ მატჩს თურქი მსაჯები მოემსახურებიან
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ მთავარ თამაშს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, ბათუმისა და თბილისის “დინამოების” დაპირისიპირებას თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავარი არბიტრი, ჰიუსეინ გოჩეკი გაუძღვება, რომელსაც ჯანდას ელბილი და მეჰმეტ ემინ თუღრალი დაეხმარებიან, მეოთხე სათადარიგო მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. ეს მიმდინარე სეზონში მეორე ისეთი […]
შემადგენლობა, დანაკლისი, კალენდარი: საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შესარჩევ ეტაპს იწყებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. ვასილ მაისურაძის შეგირდები პირველ ეტაპზე სამ მატჩს გამართავენ და მეტოქეებად უელსის, კოსოვოსა და ნორვეგიის ნაკრებები ეყოლებათ. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კალენდარი ოქტომბერში ასეთია: 6 ოქტომბერი – უელსი V საქართველო 9 ოქტომბერი – საქართველო V კოსოვო 12 ოქტომბერი – საქართველო V ნორვეგია ოქტომბერში გასამართ სამივე შეხვედრას ნორვეგია უმასპინძლებს. […]
რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის რეალთან მატჩში?
ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და (1:2) დამარცხდა. შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი უპირისპირდებოდა, 86-ე წუთამდე მასპინძლები იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში “სამეფო კლუბმა” ანგარიშის შემობრუნება მოახერხა. წონასწორობა ვინიციუს ჯუნიორმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა. “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც 86-ე […]