ქუთაისის ტორპედოს მეკარე ხეტაფეში ვარჯიშობს
ქუთაისის “ტორპედოს” ახალგაზრდა მეკარე, დავით ასათიანი შესაძლოა ესპანურ კლუბში აღმოჩნდეს. Live.ge-ს ინფორმაციით, იმერული კლუბის ახალგაზრდა გოლკიპერი ესპანეთში იმყოფება და ლა ლიგის ბინადარი “ხეტაფეს” რიგებში ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივართა გვერდიც ავრცელებს. 18 წლის ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები, სადაც “საბურთალოს” წინააღმდეგ ორ შეხვედრაში პენალტების მოგერიებაც მოახერხა.
კაპიტანი, ბომბარდირი და გამოცდილი მცველი – ლოკოს სამი ფეხბურთელი საბურთალოში გადავიდა
თბილისის “ლოკომოტივის” სამი აწ უკვე ყოფილი წამყვანი ფეხბურთელი კარიერას თანაქალაქელ “საბურთალოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, საკუთარ ოფიცლაურ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ კლუბთან კონტრაქტები “ლოკოს” ყოფილმა კაპიტანმა, დავით უბილავამ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ, ირაკლი სიხარულიძემ და გამოცდილმა მცველმა, ალექსანდრე გურეშიძემ გააფორმეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის “ლოკომოტივმა” გაავრცელა განცხადება, რომ ფინანსური […]
ეროვნული ლიგა: XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტებიც დაუპირისპირდნენ და ცხრილში სიახლეები და სენსაციური შედეგებიც ვიხილეთ. მეოთხე სათამაშო კვირა 17 ივნისს, სამტრედიაში, ადგილობრივი “სამტრედიასა” და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა – 2:1 იმარჯვეს. ეროსი მანჯაგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში გოლები სტუმართა მხრიდან თორნიკე კაპანაძემ და უსმანე კამარამ […]
1 წლის წინ – როგორ მოუგო საბურთალომ ალკოიანოს
დღეს, კოპა დელ რეიზე, 2021 წლის ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთის მე-3 ლიგის კლუბმა “ალკოიანომ” თასზე შინ “რეალი” მიიღო და დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვა. გუნდმა, რომლის სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 2 მილიონია, მადრიდელთა ბარიერი დაძლია. “ალკოიანომ” “რეალის” დამარცხება დღეს კი მოახერხა, მაგრამ დაახლოებით 1 წლის წინ, ესპანელებმა “საბურთალოს” ვერ მოუგეს. 2020 წლის თებერვალში თბილისელები ესპანეთში შეკრებას […]
“მალის შეცდომა ახალგაზრდული მომენტი იყო, მას ყველაფერი წინ აქვს” – გიორგი ჭიაბრშვილმა დებიუტანტის თამაში შეაფასა
ეროვნული ლიგა 20-დღიანი პაუზის შემდეგ, მე-11 ტურის შეხვედრით განახლდა, რომელშიც “ლოკომოტივმა” “ჩიხურას” – 4:1 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ, Live.ge თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა და შეხვედრის შეფასება სთხოვა. “ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხობრივად ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, ეპიზოდური თამაში იყო. როგორი ანგარიშითაც მატჩი დასრულდა, ისეთი თამაში ნამდვილად არ ყოფილა. ყველაზე […]
დავით ყიფიანის თასი: მერვედფინალური წყვილები ცნობილია
1 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის სამი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19-20-21 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. წყარო: საქართველოს […]
დინამო ბათუმმა და საბურთალომ ევროტურნირები დაასრულეს
დღეს UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” სტუმრად “ჰაპოელს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა. აჭარულმა კლუბმა მეტოქისგან გოლები საკმაოდ მარტივ სიტუაციებში გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმი” მე-9 წუთის შემდეგ აგებდა, გუნდმა ებრაელთა კარში არაერთი მომენტის შექმნა მაინც მოახერხა. საბოლოოდ, გია გეგუჩაძის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს […]
საბურთალოს ლეგიონერი: “ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე”
ჩემპიონთა ლიგის ფინალში კამერუნელი ფეხბურთელის, ჩუპო-მოტინგის “პსჟ” “ბაიერნთან” 0:1 დამარცხდა. 31 წლის თავდამსხმელმა მატჩი სათადარიგო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ბოლო წუთებში შანსი მიიღო. “საბურთალოს” ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ჩუპო-მოტინგის შესახებ თბილისური კლუბის კამერუნელმა ახალწვეულმა, ოლივიე ბუმალმა ისაუბრა. “ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე. ვილაპარაკეთ პსჟ-ს შანსებზე, იმ დღის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე. სამწუხაროა, რომ ჩემი თანამემამულე დამარცხდა, […]
ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების მატჩების თარიღი ცნობილია
წელს ევროპა ლიგაზე 3 ქართული კლუბი იასპარეზებს – “დინამო ბათუმი”, “საბურთალო”, და “ლოკომოტივი”. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე წილისყრის მიხედვით ებრაული “ჰაპოელი” იქნება. “ლოკომოტივი” შინ რუმინულ “უნივერსიტატეა კრაიოვას” დაუპირისპირდება, ხოლო “საბურთალო” კვიპროსზე “აპოლონს” ესტუმრება. UEFA-მ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების თარიღი და დრო ოფიციალურად დაადგინა. სამივე ქართული გუნდი თავის თამაშს 27 აგვისტოს გამართავს. “დინამო ბათუმისა” და “ჰაპოელის” […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში მოქმედი ჩემპიონი მოექცა. “დინამო თბილისმა” “მერანს” 2:1 აჯობა და 18 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყნის უტიტულოვანეს კლუბს ხელი იმანაც შეუწყო, რომ აქამდე ერთპიროვნული ლიდერი გორის “დილა” სეზონში პირველად, თანაც საშინაო კედლებში, “ლოკომოტოვთან” დამარცხდა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც წრე წაუგებლად დაასრულა, “დინამო ბათუმია”. ვიცე-ჩემპიონმა აუტსაიდერ “ჩიხურას” […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ნახევარი დასრულდა. პირველი წრის გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა. მოქმედმა ჩემპიონმა 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 18 ქულით პირველ პოზიციაზე განთავსდა. თბილისელებმა ვიცე-ჩემპიონს ერთი ქულით გაუსწრეს – “დინამო ბათუმს” 5 გამარჯვება და 4 ფრე აქვს, გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელია. ლიდერთა სამეულს გორის “დილა” ასრულებს. […]
თემურ შალამბერიძე: “აპოლონი ტრადიციული და გამოცდილი გუნდია”
ევროპა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სადაც “საბურთალოს” მეტოქედ ლიმასოლის “აპოლონი” ერგო, კომენტარი “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთა: ”კვიპროსის “აპოლონი” ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ […]