საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვერ შეუერთდება. 28 წლის შემტევის ნაცვლად, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში უნგრული “უიპეშტის” მარცხენაფლანგელ გიორგი ბერიძეს უხმო. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია […]