წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს. ბათუმში განცდილ მარცხს ბრიტანული პრესაც ეხმაურება. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინგლისური გამოცემა The Sun-ი აღნიშნულ შეხვედრას სტატიას უძღვნის და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შესახებ საინტერესოდ საუბრობს. “ახალგაზრდა “ლომების” მთავარმა მწვრთნელმა ლი კარსლიმ 21-წლამდე ევროს ერთ-ერთ მასპინძელ მოედანზე, შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ინგლისის მეხსიერებაში […]