ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
თემურ შალამბერიძემ პოსტი დატოვა – საბურთალოს ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდიც ადასტურებს. საქართველოს ექს-ჩემპიონი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თემურ შალამბერიძეს დაემშვიდობა, რომელიც გუნდს თებერვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა. მას მერე, რაც 2019 წლის ბოლოს გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, “საბურთალომ” უკვე მეორე მწვრთნელი გაათავისუფლა. წლის დასაწყისში თბილისური კლუბი გია ცეცაძემ ჩაიბარა, თუმცა თანამდებობა მალევე, ერთი ოფიციალური მატჩის […]
დინამო ბათუმმა და საბურთალომ ევროტურნირები დაასრულეს
დღეს UEFA-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” სტუმრად “ჰაპოელს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა. აჭარულმა კლუბმა მეტოქისგან გოლები საკმაოდ მარტივ სიტუაციებში გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმი” მე-9 წუთის შემდეგ აგებდა, გუნდმა ებრაელთა კარში არაერთი მომენტის შექმნა მაინც მოახერხა. საბოლოოდ, გია გეგუჩაძის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
გულიაშვილის გოლით საბურთალომ სამტრედიიდან 3 ქულა წამოიღო – ელიგაში პირველი წრე დასრულდა
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე სამტრედიაში გამართული, დაძაბული და დრამატული შეხვედრით დასრულდა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე, ადგილობრივმა “სამტრედიამ” “საბურთალოს” უმასპინძლა და – 1:2 დამარცხდა. მატჩამდე, იმერლებს 8, ხოლო თბილისელებს 13 ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში შესაბამისად, მერვე და მეოთხე ადგილებს იკავებდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ანგარიშის გახსნა კი მასპინძლებმა მოახერხეს. 21-ე წუთზე, სტრაჰინია […]
თემურ შალამბერიძე: “აპოლონი ტრადიციული და გამოცდილი გუნდია”
ევროპა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სადაც “საბურთალოს” მეტოქედ ლიმასოლის “აპოლონი” ერგო, კომენტარი “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გააკეთა: ”კვიპროსის “აპოლონი” ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. კვიპროსში სეზონი მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გამო შეწყდა. გუნდებიც იმ პოზიციით გავიდნენ ევროტურნირებზე, რა ადგილიც იმ […]
10-კაციანმა დილამ ექს-ჩემპიონთან ქულა გადაარჩინა და ლიდერობა შეინარჩუნა
ამ სეზონში უკვე მესამედ მოხდა, რომ 10-კაციანმა გორის “დილამ” თამაშის სცენარის შემობრუნება მოახერხა. თელავში, ადგილობრივ გუნდთან ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულის (1:1) და მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისთან”, თანაც სტუმრად დამატებით დროში, (2:1) გამარჯვების შემდეგ, გიორგი ნემსაძის კაცნაკლულმა გუნდმა ქულა ამჯერად ექს-ჩემპიონ “საბურთალოს” აართვა. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2 აგვისტოს გამართულ მატჩში მოხდა, სადაც თბილისურმა და […]
თემურ შალამბერიძე: “სუფთა გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია”
თბილისურ დერბიში, “ლოკომოტივთან” ნათამაშები ფრეს – 0:0 შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ექს-ჩემპიონის თავკაცის აზრით, მის გუნდს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. “დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი მომეჩვენა, რაც ალბათ ამინდის ბრალი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხიც და ტემპიც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაგვითვალეს, […]
უგოლო ფრე თბილისურ დერბიში – საბურთალომ და ლოკომოტივმა ქულები გაიყვეს
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა. ვაკეში თბილისური დერბი გაიმართა – ერთმანეთს “საბურთალო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. ყოფილი გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი პირველად დაუპირისპირდა და პირველი ქულაც მოიპოვა. მატჩამდე, საქართველოს ექს-ჩემპიონი 8 ქულით ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებდა, ხოლო “რკინიგზელებს” ზედიზედ ორი მარცხი, სამმატჩიანი მოუგებელი სერია და ბოლოდან […]
დაჩი ცნობილაძე: “რეკომენდაციებს ვითვალისწინებ და ფორმას ვინარჩუნებ”
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, ახლა კი ამ გუნდის გულშემატკივარი ევროტურნირებზე წარმატებას ელის. ახალი სეზონში გუნდში ბევრი ცვლილება იყო. ზამთარში გუნდმა ორი მწვრთნელი შეიცვალა და რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა. გუნდის ახალი რესურსის, არსებული პაუზისა და სამომავლო მიზნების შესახებ “საბურთალოს” ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს ვესაუბრეთ. სანამ გუნდზე ვისაუბრებთ, კორონავირუსის დროს შეცვლილ რეჟიმზე გკითხავ. როგორია […]
კაკუბავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია, კოხრეიძეს ექიმები აკვირდებიან
“საბურთალოსა” და “მერანს” შორის უგოლოდ დასრულებული თბილისური დერბის შემდეგ, ექს-ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ live.ge-სთან შეხვედრა შეაფასა და გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა. “რა თქმა უნდა, რთულ მატჩს ველოდით. “მერანი” ძალიან კარგი გუნდია, რომლის მაისურსაც გამოცდილი ფეხბურთელები ირგებენ. ვფიქრობ, შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა, ორმხრივ შეტევებში და მაყურებელს კარგი სანახაობა უნდა ეხილა. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა […]
საქართველოს ექს-ჩემპიონმა “საბურთალომ” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ეროვნული ლიგის პირველ ტურში, “თბილისელებმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლეს და 2:1 მოუგეს. შეხვედრა გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეაფასა. “საერთოდ, ჩემპიონატის საწყისი მატჩები ყოველთვის ძალიან რთულია, უმეტესად კი იმ გუნდებისთვის, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან. ეს მატჩიც ამის მაგალითი იყო. ჩვენ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც შესაძლოა დავსჯილიყავით, […]