საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, “დინამო თბილისის” ლეგენდარული თაობის ვეტერანმა ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ნაკრებში მიმდინარე სიახლეებსა და 20 წლის ტალანტზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე. “სანიოლის ხელში ჩვენმა ნაკრებმა განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. ვერც წარმოვიდგენდი, ამ გუნდს ამდენი თუ შეეძლო. შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო. მინიმუმ სამი ქულა უნდა გვქონოდა. […]