მიულერი: “მესის გასანეიტრალებლად ერთი ადამიანი საკმარისი არაა”
მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა, თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ ისაუბრა და ძირითადად, ყურადღება “ბარსელონას” სუპერვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე გაამახვილა. “მესიზე იმის თქმა შემიძლია, რომ ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მის გასანეიტრალებლად ერთი ფეხბურთელი საკმარისი არ იქნება. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მის წინააღმდეგ მთელმა გუნდმა უნდა ითამაშოს. თუკი ლიონელი ერთ ფეხბურთელს […]
მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ – ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული
1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის “ბაიერნმა” დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. […]
მიულერის დუბლი ბარსელონასთან (ვიდეო)
თომას მიულერის მომავალი ცნობილია
თომას მიულერი, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი უცვლელი ფიგურა გახლდათ, ბოლო დროინდელ “ბაიერნში” აღნიშნულ “იარლიყს” ნადვილად ვეღარ ატარებდა. არაერთ მწვრთნელზე გაბრაზებული მიულერი გუნდის დატოვებას გეგმავდა და ამას არც ჟურნალისტებთან მალავდა, გამომდინარე მისი სათამაშო კლასიდან და არასათამაშო დროიდან. მას შემდეგ, რაც გუნდში ჰანს ფლიკი დაინიშნა მიულერის სიტუაცია ნელა, თუმცა მკვეთრად უკეთესობისკენ წავიდა, გერმანელი გუნდში საკუთარ თავს ახლიდან […]
მსაჯის კურიოზული შეცდომა ბაიერნი-პსჟ-ს მატჩში (ვიდეო)
ლიოვმა დაადასტურა – გერმანიის ნაკრებში სამი ლიდერი აღარ ითამაშებს
იოახიმ ლიოვმა დაადასტურა – მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, თომას მიულერი გერმანიის ნაკრებში აღარ იქნებიან გამოძახებულნი. ეს სამი მოთამაშე გერმანიის ნაკრებს 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. “2019 წელი გერმანული ფეხბურთის ერაში ახალი ეპოქის დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ წინა წელს დაწყებულ სვლას რაც ნაკრების განახლებას გულისხმობს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მათთვის და “ბაიერნის” ხელმძღვანელობისთვის პირადად ამეხსნა თუ […]
თომას მიულერის გოლი ბარსელონას კარში | VIDEO
რობენმა კოუტინიოს ტრანსფერი შეაფასა
მიუნხენის “ბაიერნისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, მიუნხენურ გრანდში ახლადგადასულ ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით ისაუბრა. “კოუტინიო არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მას უბრალოდ დრო უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ იგი “ბაიერნს” არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარება,” განაცხადა რობენმა. რობენმა ასევე ყოფილ თანაგუნდელზე, თომას მიულერზეც ისაუბრა: “მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მიულერს საოცარი, უნიკალური თვისებები […]
ბაიერნს მთავარი სამიზნე არჩეული ჰყავს, რომლის ღირებულება არანაკლებ 100 მილიონი ევროა
მიუნხენის “ბაიერნი” სატრანსფერო პერიოდისათვის აქტიურად ემზადება. გერმანელები შესანიშნავ ფორმაში არიან, თუმცა კლუბის გაძლიერებაზე უარს არასოდეს ამბობენ. ამჟამად მათი მთავარი სამიზნე კაი ჰავერცია. ახალგაზრდა ფეხბურთელი “ლევერკუზენის” რიგებში ირიცხება. მას შემდეგ რაც მიუნხენურმა გრადმა მის მიმართ ინტერესი გამოთქვა, “ლევერკუზენის” მესვეურებმა განაცხადეს, რომ ჰავერცის მინიმალური სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება. გერმანელების სურვილი იმდენად დიდია, რომ საქმეში თომას […]
მიულერი: “ბარსელონა ვერ უმკლავდება ასეთი ძალის კლუბთან თამაშს…”
8 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, სადაც მიუნხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. ამ მარცხით “ბარსელონა” ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ვერ გავიდა 1/8 ფინალში, ამ ფაქტმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კატალონიური გრანდის კატასტროფულ ასპარეზობას 2021/2022 წლების სეზონში. მატჩში პირველი გოლის ავტორმა – 32 […]