საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: ,,ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან! იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე […]