მოსკოვის “ცსკას” მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა
მოსკოვის “ცსკას”-ს ბერძენ მწვრთნელს დიმიტრის იტუდუსს კორონავირუსი დაუდგინდა. Covid 19-ზე ასევე შემოწმდნენ მისი შვილები და ცოლი, თუმცა მათ ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა. შეგახსენებთ, რომ რუსული არმიის კლუბში რამდენიმე თვის წინ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა სოციალურმა ქსელმა. У @ItoudisD обнаружен COVID-19 ☹️ Тест на коронавирусную […]
შენგელიასთან კონფლიქტის გამო, ცსკა კალათბურთელს გუნდიდან უშვებს
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსთან კონფლიქტი მოუვიდა. როგორც ცნობილი ხდება, ქართველ ფორვარდსა და ამერიკელ ლეგიონერს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, თუმცა ეს აშშ-ს მოქალაქისთვის გუნდში ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა. “ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი იყო ჩხუბი ჯეიმსსა და “არმიელების” კიდევ ერთ ვარსკვლავ ლეგიონერს – თორნიკე შენგელიას შორის. ეს რამდენიმე დღის […]
შენგელიას პირველი ტიტული ახალ სეზონში | CSKA სუპერთასის ჩემპიონია
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ახალი სეზონიდან კვლავ “ცსკა”-ს შემადგებლობაში ასპარეზობს. ქართველმა ლეგიონერმა გუნდთან ერთად უკვე შეძლო და პირველი ტიტული მოიპოვა, რაც შემდეგში მდგომარეობს – “ცსკა” რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. საფინალო მატჩში, “ცსკა” “ზენიტს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:73 მოიგო. თორნიკემ პარკეტზე გატარებულ 17:58 წუთში, 7 ქულას, 9 მოხსნას, […]
თორნიკე შენგელიამ კარიერა, შესაძლოა, იტალიურ გუნდში გააგრძელოს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ,,ცსკა” დატოვა, კარიერა, შესაძლოა, ბოლონიის ,,ვირტუსში” გააგრძელოს. ინფორმაციას basketnews-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შენგელია იტალიურ გუნდთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს და ევროლიგაზე გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. თორნიკეს გადაბირებით, ასევე, ,,ვალენსია” და ,,ბასკონიაც” ინტერესდებიან. ,,ვირტუსმა” უკვე გაიფორმა ,,ცსკას” ყოფილი კალათბურთელი, დანიელ ჰაკეტი. […]
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]
შენგელიას ვირტუსმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა
ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონასა” და “ვირტუს ბოლონიას” დაპირისპირება შედგა. ბარსელონაში, “Palau Blaugrana”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 75:83 დასრულდა. “ბარსელონას” წინააღმდეგ მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში, თორნიკე შენგელიამ საკუთარი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 20:09 წუთში, ქართველმა ვარსკვლავმა 5 ქულის, 2 მოხსნის, 6 შედეგიანი გადაცემისა და 2 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. 20 ქულითა და 2 შედეგიანი გადაცემით “ვირტუსს” გაბრიელ […]
“ვირტუს ბოლონიას” ქართველი ვარსკვლავი – თორნიკე შენგელია, ევროლიგის გრანდების მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას ტრანსფერი ბერძნული და ევროპული კალათბურთის ფლაგმანს – “პანათინაიკოსსა” და არანაკლებ ტიტულოვან, სერბულ “ცრვენა ზვეზდას” სურთ. eurohoops-ი აღნიშნავს, რომ შენგელიას საკუთარ გუნდში ხილვით ერგინ ატამანი პირადადაა დაინტერესებული, რომელიც “პანათინაიკოსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ცოტა ხნის წინ დაინიშნა. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბერძნული […]
შენგელიას 14 ქულა და სანაძის დებიუტი ესპანეთში
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების მცველის დუდა სანაძის დებიუტი შედგა. მისი და ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა” სტუმრად “ხოვენტუდთან” 88-64 დამარცხდა. დუდამ პარკეტზე 16:59 წუთი გაატარა და ამ პერიოდში თავი 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა, ტრავმის გამო არ უასპარეზია ბექა ბურჯანაძეს. მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა შინ მურსია 93-49 გაანადგურეს. თოკომ […]
შენგელია დაბრუნდა და 6 ქულა მოაგროვა
“ლიგა ენდესას” 33-ე ტურში, “ბასკონიამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია იცავს, “ხუვენტუტი” 87:81 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ ზენიტთან ბასკონიას ულიდერა (ვიდეო)
თორნიკე შენგელიას ემოციური აღნიშვნა (ვიდეო)
პაატა გურასპაული – საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში შენგელია დაეხმარება
საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, რომელმაც მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ნოემბრის „ბაბლში“ ჩვენს გუნდს თორნიკე შენგელია დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის კლუბები კალათბურთელებს შუა სეზონისას ნაკრებებში არ უშვებენ. თორნიკე შენგელიას შემთხვევაში კი კონტრაქტში გათვალისწინებული იყო ნაკრების ინტერესები. „თორნიკე შენგელიას 26 ნოემბერს მადრიდის „რეალთან“ უწევს თამაში, […]