მამუ, გოგა და შერმინატორი: საქართველო გადაწყობას დიდი სამეულით შეეცდება
ევრობასკეტის პირველი სადავო ბურთის აგდებამდე საათები რჩება, ტურნირი თბილისში, ესპანეთისა და ბულგარეთის მატჩით გაიხსნება, 21:00 საათზე კი ახალი სპორტის სასახლე საქართველოს საგულშემატკივროდ აგუგუნდება, თორნიკე შენგელიას დანაკლისის შემდეგ ყველანი დიდი იმედით შევყურებთ NBA-ს დუეტს, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილი შემადგენლობით, რასაც აუცილებლად უნდა დავამატოთ გამოცდილი გიორგი შერმადინი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ეროვნული ნაკრების სადარაჯოზე იყო, და […]
შენგელია, რუბიო, გალინარი – 10 ვარსკვლავი, რომელიც ევრობასკეტს დააკლდება
ევრობასკეტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩება, სამწუხაროდ ევროპის ნომერ პირველს საკალათბურთო ტურნირს არაერთი ვარსკვლავი გამოაკლდა, უმთავრესი მიზეზი ტრავმებია, რასაც ხელი ფიბას მიერ შედგენილმა საკმაოდ დატვირთულმა კალენდარმაც შეუწყო ხელი. Eurohoops-მა 10 კალათბურთელი გამოარჩია, ვისი ხილვაც გულშემატკივარს ყველაზე მეტად გაახარებდა 10. დანილო გალინარი – იტალია დანილო ალბათ ერთ-ერთია ორი ყველაზე დასანანი დანაკლისიდან. გალინარიმ არამხოლოდ მასპინძლის სტატუსით ასპარეზობის […]
იტალიის კალათბურთის ფედერაციამ შენგელიას მალე გამოჯანმრთელება უსურვა
დღეს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიას ესტუმრება. მატჩში ვერ ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელიც ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ევრობასკეტსაც გამოტოვებს. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, იტალიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ფეისბუკ-გვერდმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – ,,მალე გამოჯანმრთელდი, თოკო!” იტალია 4 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში […]
თორნიკე შენგელია: ,,მხარზე მეტად სული მტკივა, რადგან ნაკრების დახმარებას ვერ შევძლებ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: ,,ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან! იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე […]
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს იტალიაში გაჰყვა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი მასპინძელ იტალიასთან უნდა ითამაშოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საკუთარ დედაქალაქ თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს. ტრავმის სირთულის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია, ნაკრებს იტალიაში გაჰყვა. შეგახსენებთ, რომ იტალია – საქართველოს მატჩი 27 აგვისტოს, იტალიაში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ფოტო: თენგიზ პაჭკორია
EUROBASKET: “გული გვწყდება შენგელიას გამო…”
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას ტრავმა მიიღო. იგი ექიმებმა ჯერ გასახდელში გაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თორნიკეს უმძიმესი დაზიანება – მხრის მოტეხილობა აქვს. დაზიანება სერიოზულია, რის გამოც საქართველოს ნაკრების […]
თორნიკე შენგელიას მხრის მოტეხილობა დაუდასტურდა
მესამე მეოთხედში თორნიკე შენგელია მძიმედ დაშავდა. ექიმები თავიდან მხრის ამოვარდნაზე ფიქრობდნენ, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ საქართველოს კაპიტანს მხარი აქვს მოტეხილი. იმის გათვალისწინებით, რომ ევრობასკეტი ერთ კვირაში იწყება, თოკოს გამოჯანმრთელება ვერ მოესწრება და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე კაპიტნის გარეშე მოუწევს თამაში.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, უკანასკნელ, მესამე ეტაპზე, L-ჯგუფში პირველი მატჩი გამართა. საქართველომ ნიდერლანდები დიდი ანგარიშით, 77:66 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც გუნდს 21 წუთში, 20 ქულა, 4 მოხსნა შესძინა, თუმცა კაპიტანმა თამაში, ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სირთულე და შეძლებს თუ არა თორნიკე მოახლოებულ ევრობასკეტზე, […]
თორნიკე შენგელიას უმძიმესი ტრავმა ნიდერლანდების ნაკრებთან | VIDEO
საქართველო ისტორიას ქმნის – FIBA ეროვნულ ნაკრებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
FIBA Eurobasket 2022-ის დაწყებამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი – იდეალური დროა იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე 24 გუნდის სიძლიერეს გადავხედოთ. FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. FIBA Eurobasket 2022 – ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიძლიერე “როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს” – სერჯიო სკარიოლო FIBA […]
EUROBASKET-მა თორნიკე შენგელიას პოსტი მიუძღვნა
ევროპის მთავარი საკალათბურთო ტურნირის დაწყებამდე, სულ რაღაც, 23 დღე რჩება. ამის შესახებ გულშემატკივარს EUROBASKET-მა საკუთარი Instagram-ის საშუალებით აცნობა, სადაც დღეების აღსანიშნად თორნიკე შენგელიას მაისური გამოიყენეს. სათაური კი ასეთი იყო: “ქართველო ფანებო, მზად ხართ?” პოსტში ასევე ნაჩვენებია ქართველი ცენტრის შენანიშნავი მომენტები EUROBASKET 2017-დან. View this post on Instagram A post shared by FIBA EuroBasket […]
საქართველოს ნაკრები აგვისტოს მატჩებისთვის სლოვენიაში ემზადება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის, სადაც როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს, არაერთი ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრები როგლადან ავტობუსით გაემგზავრება. უკვე ორი […]