,,ადანა დემირსპორის” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა: ,,ღამით ჩამონგრეული შენობების შესახებ გვითხრეს… სასტუმროში, სადაც ადანაში ვცხოვრობ, ევაკუაცია გამოაცხადეს, რადგან ხანძარი გაჩნდა. გუნდის ყველა წევრს ჰქონდა შიში, მაგრამ, საბედნიეროდ, სახლში ყველას ყველაფერი რიგზე აქვს. ისინი საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან. ახლა სტამბოლში ვართ, რადგან შემდეგი მატჩი ,,უმრანიესპორთან” უნდა გვქონოდა, […]