ალკანტარას დებიუტი პრემიერ ლიგაში
სულ ცოტა ხნის წინ ლონდონში დასრულდა “ჩელსისა” და “ლივერპულის” შეხვედრა, სადაც სტუმრებმა მანეს დუბლით ანგარიშით 0:2 გაიმარჯვეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. დიდ ინტერესს იწვევდა, შედგებოდა თუ არა “ლივერპულის” ახალწვეული ტიაგო ალკანტარას დებიუტი. კლოპმა ესპანელი ნახევარმცველი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გუნდის კაპიტნის, ჰენდერსონის ნაცვლად შემოიყვანა. ტიაგომ შემოსვლიდან 75 გადაცემა შეასრულა, რაც მინიმუმ 17 გადაცემით მეტია, […]
“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი გვარდიოლა ტიაგო ალკანტარას ლივერპულში გადასვლას გამოეხმაურა
გვარდიოლა ტიაგოსთან თავის ორივე ყოფილ გუნდში მუშაობდა – როგორც “ბარსელონაში”, ისე “ბაიერნში”. “ლივერპულმა”, როგორც იქნა, მიუნხენის “ბაიერნიდან” ტიაგო ალკანტარა გაიფორმა. ესპანელი ფეხბურთელის დამატება “ლივერპულს” დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება. როგორც ვიცით, გვარდიოლა ალკანტარას “ბარსელონაში” მუშაობის პერიოდში წვრთნიდა, ესპანელი ნახევარმცველი მან მიუნხენის “ბაიერნშიც” თან წაიყვანა, როცა გერმანულ კლუბს ჩაუდგა სათავეში. გვარდიოლას თქმით, ის ტიაგოს “მანჩესტერ […]
ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა ლივერპულის ფეხბურთელია
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ნახევარმცველმა – ტიაგო ალკანტარამ, “ბაიერნი” დატოვა და “ლივერპულში” გადავიდა. ესპანელი ფეხბურთელი ახალ კლუბში რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს. Thiago announced 📝#ThiagoFriday pic.twitter.com/w1XnRwDn0G — Liverpool FC USA (@LFCUSA) September 18, 2020 “ლივერპულმა” 29 წლის ესპანელი £25 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. მან პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და […]
ტიაგო ალკანტარა სოციალურ ქსელში ბაიერნს დაემშვიდობა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ნახევარმცველი – ტიაგო ალკანტარა “ბაიერნს” ტოვებს. იგი სოციალურ ქსელში გერმანულ გრანდს ემშვიდობება: “დიახ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, მე გადავწყვიტე, რომ ეს ნაწილი, რომელიც ამ საოცარ კლუბთანაა დაკავშირებული დავხურო. კლუბთან, სადაც მე გავიზარდე და განვავითარე ჩემი თავი უკანასკნელი 7 წლის მანძილზე. გამარჯვებები, წარმატებები, მხიარული მომენტები და […]
სატრანსფერო ფასი და სათამაშო ნომერი ცნობილია – ტიაგო ალკანტარა კარიერას ლივერპულში გააგრძელებს
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. ინფორმაციას ბრიტანული მედია-საშუალებები ავრცელებენ. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა მერსისაიდულ კლუბს 20 მილიონი ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, 29 წლის ესპანელის სანაცვლოდ, ბავარიული გრანდი ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ცნობილია, ისიც, რომ 17 სექტემბრის ბოლომდე, ალკანტარა […]
ჰიონესი აცხადებს, რომ “ბაიერნს” ალკანტარასთან დაკავშირებით აშანტაჟებენ
ვეტერანი დირექტორი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სატრანსფერო ბაზარზე სულ უფრო ხშირად მიმართავენ ფარულ გარიგებებს. მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა იული ჰიონესმა შეტევა მიიტანა “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედზე” და განაცხადა, რომ ისინი გერმანული გუნდის დაშანტაჟებას ცდილობენ და “ბაიერნს” ტიაგო ალკანტარას გაყიდვას აიძულებენ. “ბარსელონას” ყოფილ ფეხურთელს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა “ბაიერნის” ბოლო წლების წარმატებაში, რაც საბოლოოდ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის […]
კარაგერი დარწმუნებულია – ტიაგო ლივერპულში გადავა
“ლივერპულის” ლეგენდა ჯეიმი კარაგერი დარწმუნებულია, რომ ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ენფილდზე” შედგება. ინგლისელი ფეხბურთელის განცხადებით, მერსესაიდელები ესპანელ ნახევარმცველთან პირად დეტალებს აგვარებენ, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევროა. თავად იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ტიაგო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მთავარი სამიზნეა. “ერთადერთი საშიშროება ალკანტარას ასაკია – მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გარიგება წარმატებით დასრულდება. იმას, რასაც ტიაგო აკეთებს, “ლივერპულის” […]
ტიაგო ალკანტარას და როდრი ერნანდესის მასტერკლასი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე (ვიდეო)
ტიაგო ალკანტარა პრემიერ ლიგაში გადადის?!
სატრანსფერო პერიოდი დასკვნით ფაზაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ტიაგო ალკანტარაა, რომელსაც პრემიერ ლიგის გუნდები ეპატიჟებიან. თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად ალკანტარას სამომავლო საკლუბო კარიერა “ლივერპულს” დაუკავშირეს – მეტიც, პრესაში იწერებოდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა როგორც ჩანს კლუბსა და ფეხბურთელს […]
კლოპმა ორი ახალი ფეხბურთელი მოითხოვა
იურგენ კლოპმა “ლივერპულის” ხელმძღვანელობას ორი ახალი ფეხბურთელის ყიდვა სთხოვა. ცნობილია ის ფაქტი, რომ გერმანელი სპეციალისტი ტრანსფერებში დიდ თანხებს არ ხარჯავს. ამჟამად საქმე “ბაიერნის” ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას და “ლილის” თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს ეხება. ტიაგოს კლუბთან კონტრაქტი მალე ეწურება და სავარაუდოა, რომ “მერსისაიდელებს” მისი შეძენა ძვირი არ დაუჯდებათ. Thiago wants to leave Bayern and join Liverpool. Jürgen […]
ტიაგო ალკანტარა ინგლისურ გრანდში ითამაშებს?!
მსოფლიო პრესაში სატრანსფერო ცვლილებების შესახებ აქტიურად იწერება. ამჯერად საქმე ეხება მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელს – ტიაგო ალკანტარას, რომელიც სპორტული მედიის ცნობით მიმდინარე ზაფხულში გერმანულ კლუბს დატოვებს. ტიაგოს მომავალს პრემიერ ლიგას უკავშირებენ, უფრო კონკრეტულად კი “ლივერპულს”. აღსანიშნავია, რომ ალკანტარას შეძენით უშუალოდ იურგენ კლოპია დაინტერესებული. “მერსისაიდელთა” გერმანელი სპეციალისტი 29 წლის ესპანელის შეძენით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როცა “დორტმუნდის” […]
ბაიერნის მწვრთნელმა ტიაგოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ტიაგო ალკანტარას გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, რომლის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის დატოვებას აპირებს. “საერთოდ არ მგონია, რომ ტიაგოს შეუძლია დაგვტოვოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. ამიტომაც, მის შესაძლო წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ვფიქრობ, ამ სეზონში ტიაგოს მიერ ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ჟურნალისტების […]