დიქსონის დებიუტი სუპერლიგაში თსუ-სთან შედგა
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მაიკლ დიქსონი დროებით სუპერლიგის გუნდ “ტიტებს” შეუერთდა. ამერიკელმა კალათბურთელმა დღეს ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრა “თსუ”-ის წინააღმდეგ ჩაატარა. მაიკლმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში 19 ქულას, 2 მოხსნასა და 3 ასისტს მოუყარა თავი. რაც შეეხება მატჩს, ის “თსუ”-ს გამარჯვებით, 100:89 დასრულდა. “ტიტები”, რომლის მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია, მომდევნო თამაშს 10 დეკემბერს, “დინამო თბილისის” […]
მაიკლ დიქსონი საკალათბურთო კლუბ ტიტებში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ “ტიტებში” ითამაშებს. პირველი წრის დასრულებამდე “ტიტები” სუპერლიგაში შვიდ შეხვედრას გამართავს (ორი – გამოტოვებული, ხუთი – კალენდარული). ტიტებში დიქსონის გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი გახლავთ. “დიქსონი, სანამ კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთის ჩემპიონატში გადავა, მანამდე ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენ გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს. ტიტებში […]