დღეს ფუკუოკაში დაიწყო წლის ბოლო, ნოემბრის ბაშო, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ვერ მიიღებს. იაპონური პრესის ცნობით, ლევანს წელის ტკივილი აწუხებს და 2-კვირიანი მკურნალობა სჭირდება. მისივე თქმით, ტკივილის ნაადრევად გაქრობის შემთხვევაში, ტურნირში ჩაბმას აპირებს (ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, კასუგანომ გაავრცელა). თუ ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ასპარეზობას ვერ შეძლებს, ჯურიო დივიზიონში დაქვეითდება, რაც 2014 […]