მათემატიკოსობიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე – მოყვარული ველოსიპედისტი, რომლის ოცნებაც რეალობად იქცა
ახლა ჩვენ უჩვეულო ისტორიის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც უფრო მეტად ჰოლივუდის 1980 ან 90-იანი წლების კინოსურათს მოგაგონებთ, ან სულაც რობერტ ზემეკისის საკულტო ნამუშევართან და ტომ ჰენქსის შექმნილ სახესთან “ფორესტ გამპიდან” გაგიჩენთ ასოციაციას, თუმცა უნდა დაიჯეროთ, რომ ეს რეალური ამბავია, თანაც ის ჩვენს თვალწინ, 2021 წელს მოხდა და ამის მომსწრე სპორტის მილიონობით გულშემატკივარი გახდა. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების […]
პოსტსაბჭოთა სივრცე: რომელი ქვეყანა რა თანხას უხდის ოლიმპიურ ჩემპიონებს?
ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხას მიიღებენ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების შემთხვევაში. საინტერესოა, რომ საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ. როგორც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლება ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს 1 მილიონ ლარს გადაუხდიდა, რაც 320 000 დოლარს უდრის. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების […]
დანი ალვეშის მუსიკალური დუეტი ბრაზილიის ქალთა ნაკრების მწვრთნელთან ერთად (ვიდეო)
ლაშა შავდათუაშვილის პირველი კომენტარი მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვების შემდეგ (ვიდეო)
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -73 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, გულდასაწყვეტია, რომ დავმარცხდი, მაგრამ ეს სპორტის ნაწილია. დღეს ბრძოლისთვის ძალიან მოტივირებული ვიყავი. უზომოდ ბედნიერი ვარ და მთელს საქართველოს მივულოცავ ამ წარმატებას. გულშემატკივარს, […]
მორიგი სკანდალი ოლიმპიადაზე – 6 პოლონელი მოცურავე “კოშმარულ” სიტუაციაში აღმოჩნდა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 2 დღით ადრე, მორიგი სკანდალი აგორდა. “უხერხულ” სიტუაციაში ამჯერად პოლონეთის ოლიმპიური ნაკრები აღმოჩნდა – პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების ექვი მოცურავე, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, სამშობლოში ნაადრევად დააბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ცურვის ფედერაციამ საკვალიფიკაციო წესდება დაარღვია და ოლიმპიურ თამაშებზე 17-ის ნაცვლად 23 მოცურავე გაგზავნა. Reuters-ის მტკიცებით – ალისია ჩორჟი, ბარტოშ […]
იაპონიაში დაკარგული უგანდელი ძალოსანი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული უგანდელი ძალოსანი – იულიუს სეკიტოლეკო, იაპონიის პოლიციას ჩაბარდა. უგანდელი ძალოსანი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ლიცენზია ვერ მოიპოვა, რამდენიმ დღის წინ გაუჩინარდა. იულიუს სეკიტოლეკო გაუჩინარებულად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გაირკვა, რომ იგი უგანდის დელეგაციასთან ერთად აღარ იმყოფებოდა. 16 ივლისს, წარმომადგენლებმა პოლიციას 20 წლის უგანდელი ძალოსანის – იულიუს სეკიტოლეკოს გაუჩინარების შესახებ […]
ლაშა ტალახაძის პირველი ვარჯიში ტოკიოში | VIDEO
რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადიდან მოხსნეს
ტოკიო 2020 ჯერ არ დაწყებულა, თუმცა რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრები ოლიმპიადიდან უკვე მოხსნეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისევ დოპინგი გახდა. რუსი ნიჩბოსნების ორგანიზმში 2016 წლიდან აკრძალული ძალების აღმდგენი პრეპარატი, მელდონიუმი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, რუსეთის ნაკრებს ტოკიოში ლიეტუვა ჩაანაცვლებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება არ ექნება. აღნიშნული გადაწყვეტილება […]