ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალში აშშ-ს ნაკრებმა საფრანგეთი 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87-82 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს 29 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტითა და 1 დაფარებით კევინ დურანტმა ულიდერა. 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე. საფრანგეთის ნაკრებში 16 ქულითა და 8 მოხსნით რუდი […]