ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ტორონტოსა” და “მილუოკის” დაპირისპირება შედგა. ტორონტოში, “Scotiabank Arena“-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 101:104 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ “მილუოკის” რიგებში სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 9:58 წუთში, მამუკელაშვილმა 1 სამქულიანი სროლა შეასრულა, რომელიც სამწუხაროდ არაზუსტი გამოდგა. მამუმ პირად აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა […]