“ტოტენჰემთან” გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება გადაწყვეტილი აქვს. აღნიშნული გამარჯვებით, “სიტიმ” პირველადგილოსან “არსენალთან” სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ესპანელმა თავკაცმა ისიც დაამატა, რომ სურს მისი ფეხბურთელების თვალებში ცეცხლს ხედავდეს. მოპოვებული სამი ქულის მიუხედავად, გვარდიოლა თვლის, რომ მის გუნდს გაუმჯობესება სჭირდება. “ჩვენ ყველა სიტუაციაში ცეცხლივით უნდა ვიმოქმედოთ. “არსენალს” ჩამოვრჩებით, თუმცა, მსგავს […]