ვეგჰორსტი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია
ნიდერლანდების ნაკრებისა და “ბარნლის” 30 წლის ფორვარდი – ვაუტ ვეგჰორსტი, იჯარის წესით სეზონის ბოლომდე “მანჩესტერში” ითამაშებს. ინფორმაციას ცნობილი საფეხბურთო აგენტი და სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო ადასტურებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანჩესტერულ კლუბს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. “მანჩესტერი” “ბეშიქთაშს” €3 მილიონ ევროს გადაუხდის, სატრანსფერო ღირებულებას ასევე მიიღებს “ბარნლი”. ნიდერლანდელი ფეხბურთელი 12 იანვარს მანჩესტერში ჩაფრინდება […]
16 წლიანი ისტორია დასრულებულია – მანდანდამ მარსელი დატოვა
“მარსელში” 16 წლიანი ისტორია დასრულდა – 37 წლის ვეტერანმა ფრანგმა მეკარემ, სტივ მანდანდამ, “მარსელი” ოფიციალურად დატოვა. Après 6️⃣1️⃣3️⃣ matchs à défendre les couleurs olympiennes, notre numéro 3️⃣0️⃣ part pour un nouveau challenge. Bonne chance pour la suite de ta carrière @SteveMandanda https://t.co/rW2LNYvclW pic.twitter.com/MjZ1YTp0RG — Olympique de Marseille (@OM_Officiel) July 6, 2022 მანდანდა “მარსელის” რიგებში 2007 […]
ლაპორტამ ფრენკი დე იონგის მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” პრეზიდენტმა – ჟოან ლაპორტამ, ფრანკ კესის წარდგენაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ლაპორტას ყველაზე მეტი კითხვა ნიდერლანდელი ნახევარმცველის – ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შესახევ დაუსვეს, რაზეც მან საინტერესო კომენტარი გააკეთა. “მანჩესტერ იუნაიტედის გარდა ფრენკით საკმაოდ ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა მე მასთან ვისაუბრე და მითხრა, რომ დე იონგს კლუბში დარჩენა სურს. […]
ოფიციალურად: ანდრე ონანა ინტერის ფეხბურთელია
26 წლის კამერუნელი მეკარე – ანდრე ონანა, კარიერას მილანურ კლუბში, კერძოდ კი “ინტერში” გააგრძელებს. მან იტალიურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, შესაბამისად “ინტერში” 2027 წლამდე დარჩება. ✍️ + 📄 = @AndreyOnana 🇨🇲🖤💙#ForzaInter #WelcomeAndré pic.twitter.com/qcLWiYfJ4v — Inter (@Inter) July 1, 2022 კამერუნელი მეკარე იტალიის სერია ა-ში, ამსტერდამის “აიაქსიდან” გადავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ონანა მეოთხე […]
ბაიერნმა სადიო მანეს ტრანსფერი გააოფიციალურა
მიუნხენის “ბაიერნმა” 30 წლის სენეგალელი ფეხბურთელის – სადიო მანეს ტრანსფერი გააოფიციალურა. გერმანულმა გრანდმა სადიო მანე დღეს ოფიციალურად წარადგინა. Steht dir gut, Sadio! 🔴⚪ #ServusMané #MiaSanMia pic.twitter.com/dqmg7Ncpmc — FC Bayern München (@FCBayern) June 22, 2022 ამ ფაქტს სოციალურ ქსელში “ლივერპულიც” გამოეხმაურა, რომელიც 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს გამოემშვიდობა და 6 საოცარი სეზონის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. “იგი […]
მარსიალი სეზონის ბოლომდე სევილიაში ითამაშებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი – ანტონი მარსიალი, სეზონის ბოლომდე (6 თვით) “სევილიას” ღირსებას დაიცავს. მარსიალი ანდალუსიურ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, მანჩესტერმა ფრანგი ფეხბურთელი 6 თვით გაანათხოვრა, თუმცა კონტრაქტის მიხედვით, სევილიას ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვაც შეეძლება. მარსიალი ანდალუსიურ კლუბში 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. Tony Martial, he came from France… 🎶 pic.twitter.com/ApvrufN3Jz […]
ბარსელონამ დაადასტურა – ფერან ტორესი ბარსელონაში ითამაშებს
21 წლის ესპანელი ფეხბურთელი – ფერან ტორესი, “სიტიდან” “ბარსელონაში” გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა Twitter გვერდმა. 🤙 ¡Ya lo tenemos aquí! ¡Vamos, @ferrantorres20!#BenvingutFerran pic.twitter.com/ReJv3exlYa — FC Barcelona (@FCBarcelona_es) December 28, 2021 სატრანსფერო თანხა €55 მილიონს + €10 მილიონს შეადგენს. ფერანმა შესაძლოა ხვალვე გაიაროს სამედიცინო შემოწმება “ბარსელონაში” და კონტრაქტიც გააფორმოს. ფერან ტორერის ტრანსფერი “ბარსელონაში” […]
დადასტურდა: დონი ვან დე ბეეკი მანჩესტერის ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად: დონი ვან დე ბეეკი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა “წითელ ეშმაკებთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამსტერდამის “აიაქსის” მორიგი ოქროს თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელია, ინგლისურმა გრანდმა 39 მილიონ ევროდ შეიძინა. ვან დე ბეეკმა, რომელიც “აიაქსის” აკადემიაში 2008 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდში 175 შეხვედრა ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა, 34 საგოლე გადაცემა გააკეთა […]
ოფიციალურად: დეიან ლოვრენი ზენიტის ფეხბურთელია
ხორვატიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ცენტრალურმა მცველმა – დეიან ლოვრენმა “ლივერპული” დატოვა. პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერ თასისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი კარიერას სანკ-პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თავად კლუბმაც, რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. We can confirm @Dejan06Lovren has joined @fczenit_en on a permanent transfer. Everyone at the Reds would like to thank Dejan […]
150 მილიონი გვარდიოლასთვის – სიტი ტრანსფერებისთვის ემზადება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა, პეპ გვარდიოლას, შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, 150 მილიონ ევროს გამოუყოფს. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა “ქალაქელების” საჩივარი და ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი ბანი გააუქმა. ასევე, ჯარიმის სახით დაკისრებული გადასახადი 30 მილიონი ევროდან 10 მილიონამდე შემცირდა. ასე რომ, კლუბს ტრანსფერებში ფულის დასახარჯად მეტი შესაძლებლობა ექნება. როგორც თავად ესპანელი სპეციალისტი ხშირად აღნიშნავს, მის […]
ზიდანი მორიგ ტრანსფერს ამზადებს
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული ზინედინ ზიდანი გუნდის გაძლიერებას გეგმავს. Daily Records-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს “რეალში” ნაბილ ფეკირის მიყვანა სურს. “ლიონის” ფრანგი შემტევი ნახევარმცველი წინა წელს “ლივერპულში” გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. ცნობისთვის, ფეკირმა მიმდინარე სეზონში “ლიონის” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლსა და 7 ასისტს მოუყარა თავი.
მოდრიჩი – ინტერი გამოირიცხა?
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა მოდრიჩი “რეალთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს. 33 წლის ნახევარმცველს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი ამჟამად 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს. ესპანური პრესისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ კიდევ რამდენი წლით ითამაშებს მოდრიჩი “რეალში”. მოგეხსენებათ, რომ ხორვატ ფეხბურთელს “ინტერთან” დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებდნენ. აქედან გამომდინარე, ლუკას ტრანსფერის შანსები მილანურ კლუბში უფრო და უფრო იკლებს. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა […]