გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, “ლივერპულის” მარჯვენა მცველი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. “ნაპოლისთან” 4:1 მარცხში ალექსანდერ-არნოლდსაც მიუძღვის “წვლილი”. ინგლისელი მცველი ძალიან არადამაჯერებლად თამაშობდა და მისი მეწყვილე ჯო გომესიც ცუდად გამოიყურებოდა. გუშინდელი მარცხის შემდეგ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სახელი Twitter-ზე ძალიან პოპულარული გახდა. გულშემატკივრები მცველს საშინლად აკრიტიკებენ და მის დასაცინად ბევრი მიმიც შეიქმნა. გულშემატკივრების გარდა, ტრენტი ყოფილმა “სქაუზერმაც” გააკრიტიკა. “როცა […]