არნოლდი პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა
ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” 21 წლის მცველი – ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. “მერსისაიდელთა” მარჯვენა მცველმა “ჩელსის” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც მისთვის პრემიერ ლიგის 2019/2020 წლების სეზონში მე-13 აღმოჩნდა. ამ შედეგიანი გადაცემით, იგი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც 13 საგოლე გადაცემის შესრულება ერთ სეზონში შეძლო. “ლივერპულის” კიდევ ერთი ახალგაზრდა მცველის – […]
გაბითურებული არნოლდი და გაჩუმებული ლივერპულელი ფანები | VIDEO
მის ბოლო შეხვედრაში კვარაცხელიამ “ლივერპულის” განაპირა მცველი ალექსანდრ-არნოლდი მთელი შეხვედრის განმავლობაში გააწამა. ქართველმა ფეხბურთელმა არაერთხელ შეძლო ინგლისელი მცველის მოტყუება და სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა. ლივერპულელი გულშემატკივარი ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ კვარასთვის ხელი შეეშალა, თუმცა, ხვიჩა ამას საერთოდ არ იმჩნევდა. 21 წლის გარემარბი, სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე საოცარად ასპარეზობს. კვარამ უკვე დაიმსაურა ისეთი მეტსახელები, როგორიცაა […]
ალექსანდრ-არნოლდის ფანტასტიკური თამაში ტოტენჰემის წინააღმდეგ | პასუხი კრიტიკოსებს!
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ტოტენჰემი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “ტოტენჰემ ჰოტსპურის” სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა 2021 წლის წარუმატებელი სერია შეწყვიტა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “ლივერპულის” მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ფანტასტიკული პერფორმანსი შემოგვთავაზა და კრიტიკოსებს ნათლად დაანახა, რომ კვლავ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. “ტოტენჰემის” წინააღმდეგ […]
“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა – ლუკ შოუმ, პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა. მანჩესტერულ დერბიში შოუმ “მანჩესტერ სიტის” გაუტანა და “ქალაქელთა” 21-მატჩიანი მოგებათა სერიის დასრულებაში ლომის წვლილი შეიტანა. ფორმის პიკში მყოფი ლუკ შოუ ბრწყინვალედ ასპარეზობს და არაერთი მიმომხილველის აზრით, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველია. ლუკ შოუმ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში, ყველაზე მეტი – […]
Golden Boy-ს ტიტულისათვის 5 ამომავალი ვარსკვლავი იბრძოლებს
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯასტინ კლუივერტი, მატეის დე ლიხტი, პატრიკ კუტრონე და ვინიციუს ჯუნიორი “Golden Boy 2018”-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. აღნიშნულ ჯილდოს გავლენიანი იტალიური სპორტული ტაბლოიდი, Tuttosport-ი ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე 21-წლამდელ ფეხბურთელებს გადასცემს – გასული წლის გამარჯვებული კილიან მბაპე გახდა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მასიმო ფრანკიმ აღნიშნა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია ყოველწლიურად ერთი ახალი ტალანტის გამოვლენა – სწორედ ამ […]
არნოლდთან ერთად – ინგლისის შემადგენლობა ევრო 2020-სთვის ცნობილია
ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია გარეთ საუთგეიტმა ევრო 2020-ის განაცხადში 26 ფეხბურთელი დაასახელა. მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი) სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი). მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ჩელსი), კონორ კოდი (ვულვზი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), კირან ტრიპიერი […]
პრემიერლიგის ვარსკვლავების ძმები შეიარაღებულმა მძარცველებმა დააყაჩაღეს
“ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამომავალი ვარსკვლავების, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისა და მარკუს რაშფორდის ძმები შეიარაღებულმა მძარცველებმა დააყაჩაღეს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით, მაჩეტეებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებულმა 6-კაციანმა დაჯგუფებამ ამომავალი ვარსკვლავების ძმებს ძვირფასეულობასა და ფულთან ერთად ავტომობილებიც წაართვეს. წყაროს მტკიცებით, დეინ რაშფორდთან და ტაილერ ალექსანდრ-არნოლდთან ერთად მათი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზიანებები მიიღო. მძარცველები დეინისა […]
ალექსანდრ-არნოლდი, დე ბრუინე, მბაპე | EURO 2020-ის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული
Transfermarkt-ზე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ის საუკეთესო თერთმეტეულში ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები სჭარბობენ – ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს ჰყავს: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი – 75 მილიონი ევრო, რაჰიმ სტერლინგი – 90 მილიონი ევრო, ჯეიდონ სანჩო – 100 მილიონი ევრო.
პირველად პრემიერლიგის ისტორიაში
2018-2019 წლების პრემიერლიგის სეზონი მრავალი კუთხით აღმოჩნდა გამორჩეული. სხვადასხვა რეკორდებსა და მიღწევებს ჩვენს საიტზე უკვე გაეცნობოდით, თუმცა ინგლისელ სტატისტიკოსებს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩნდათ მარაგში. უკვე დასრულებულ სეზონში პირველად მოხდა რომ ორმა მცველმა 10+ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ორივე მათგანი “ლივერპულის” ღირსებას იცავს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ამ სეზონში 12 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მის საპირისპირო ფლანგზე […]
სამწუხარო ინფორმაცია – არნოლდი ევრო 2020 გამოტოვებს
“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვებს. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ინფორმაციას “ლივერპულის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც ცნობილია, არნოლდს ბარძაყის ტრავმა აქვს, რის გამოც მოედანზე გასვლას ის 6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრენტის პოზიციაზე გარეთ საუთგეიტს დიდი არჩევანი აქვს. მან ინგლისის ნაკრებში კიდევ რამდენიმე მარჯვენა მცველი: კაილ უოლკერი, რის […]
ალექსანდრ-არნოლდი მატჩის შემდეგ სტადიონზე დარჩა და ივარჯიშა (ფოტო)
12 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. “ლივერპულმა” შინ “ვულვზი” მიიღო და 2:0 დაამარცხა. ინტერნეტსივრცეში აღნიშნული თამაშის შემდეგ ძალიან საინტერესო ფოტო გავრცელდა. როგორც ჩანს, მერსესაიდელთა ფეხბურთელი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი “ვულვზთან” მოგების შემდეგ სტადიონზე დარჩა და ვარჯიში გააგრძელა. ინგლისელმა მარჯვენა მცველმა თავისი მეგობრების დახმარებით, ფლანგიდან ჩაწოდებებზე იმუშავა.
ბელინგემმა მბაპესა და ალექსანდრ-არნოლდის რეკორდები გააუმჯობესა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ბეშიქთაში” “დორტმუნდს” დაუპირისპირდა. “ვოდაფონ პარკზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. თურქული კლუბის დამარცხებაში ჯუდ ბელინგემმა ლომის წვლილი დაიდო. მე-20 წუთზე ახალგაზრდა ინგლისელმა თავად გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს საგოლე გადაცემა შეასრულა. “ბეშიქთაშის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, […]