კორონავირუსის პანდემიის გამო პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. 2 თვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ქვეყნები თანდათან ამცირებენ შეზღუდვებს და გუნდებს ვარჯიშის განახლების შესაძლებლობას აძლევენ. სრულიად საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის ინგლისის პრემიერ ლიგის განახლებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ პრემიერ ლიგის გუნდებს ვარჯიშის დაწყების შესაძლებლობა მისცა – ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი კი შესაძლოა ივნისში გაგრძელდეს. მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, […]
ტროი დინი: “12 წლის წინ 10 ევროზე ვთამაშობდი”
გუშინ, ინგლისის თასის ნახევარფინალში “უოტფორდმა” ურთულეს ბრძოლაში “ვულვზი” 3:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. “უოტფორდის” თავდამსხმელმა, ტროი დინიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “12 წლის წინ, კვირაში 10 ევროს სანაცვლოდ ვთამაშობდი, ახლა კი თასის ფინალში გავედი,” – თქვა დინიმ.
პირველად “უოტფორდის” ისტორიაში
ჟერარ დეულოფეუ გახდა პირველი ფეხბურთელი “უოტფორდის” ისტორიაში ვინც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. ესპანელმა ფეხბურთელმა ეს სტუმრად “კარდიფთან” 1:5 მოგებულ მატჩში შეძლო, რომელიც პრემიერლიგის 27-ე ტურის ეგიდით გაიმართა. მის გარდა დუბლი ტროი დინიმ შეასრულა. დეულოფეუს ამ სეზონში უკვე 6 გოლი და 4 საგოლე პასი მოუგროვდა, “უოტფორდი” კი სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.