26 იანვარს, წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი”, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს, სტუმრად, ბუდაპეშტში, ადგილობრივი “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს. უმაღლესი კატეგორიის ევროპულ ტურნირზე სულ 16 გუნდია, რომელიც 2-ჯგუფში თანაბარი რაოდენობითაა გადანაწილებული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ კლუბს არ გაუმართლა, ვინაიდან უძლიერესი გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში აღმოჩნდა. ამ სპორტის ექსპერტებმა, ამ მოცემულობას სახელიც შესაბამისი – “სიკვდილის ჯგუფი” შეარქვეს. […]