Eurohoops – შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს
გავლენიანი საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, ევროლიგაში მოასპარეზე 10 საუკეთესო კალათბურთელის ვინაობას ასახელებს, რომელთაც კარიერის გაგრძელება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) შეუძლიათ. Eurohoops-ი შენგელიას ევროლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად მიიჩნევს, რომლის ტრანსფერზეც ევროპული გრანდები მუშაობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს. თორნიკე შენგელია (30 წლის – 2012 წლის NBA-ს დრაფტი: 42) Eurohoops: […]
სერგეი ლავროვი – ჯიქია სპარტაკის სიმბოლოა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა – სერგეი ლავროვმა, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერების შესახებ ისაუბრა. ლავროვი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერების ნაკლებობა იყო და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ძველი დრო აღარ დაბრუნდება. მოსკოვის “სპარტაკის” 100 წლის იუბილეზე, ლავროვმა აღნიშნა, რომ გიორგი ჯიქია გუნდის სიმბოლოა. შეგახსენებთ, მოსკოვში დაბადებული გიორგი თამაზოვიჩ ჯიქია ქართული წარმოშობის რუსი ფეხბურთელია, რომელიც […]
რუსეთის საფეხბურთო ნაკრები და კლუბები FIFA 22-დან წაშალეს!
EA Sports-მა პოპულარული კომპიუტერული თამაშიდან რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და რუსული კლუბები წაშალა. Electronic Arts-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ FIFA 22-ის თამაშის მოყვარულები რუსული კლუბებისა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების არჩევას ვეღარ შეძლებენ. EA Sports-მა FIFA 22-ის მეცხრე განახლება ოფიციალურად წარადგინა. FIFA 22-ში განახლების დაინსტალირების შემდეგ, პოპულარული თამაშიდან მოსკოვის “ცსკა”, “სპარტაკი”, “ლოკომოტივი” და რუსეთის საფეხბურთო ნაკრები წაიშლება. […]
კვარაცხელიას ასისტი ცსკა-სთან | VIDEO
თორნიკე შენგელიას ცსკა-დან წამოსვლას მოსკოვური გუნდი განცხადებით გამოეხმაურა
მოსკოვის ,,ცსკა” გუნდიდან თორნიკე შენგელიასა და სხვა ლეგიონერების წასვლას განცხადებით გამოეხმაურა: ,,რუსეთსა და უკრაინს შორის არსებული ვითარებით გამოწვეული ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა ცსკა დატოვეს. უახლოეს მომავალში სამშობლოში გაემგზავრებიან იოჰანეს ვოიტმანი და მარიუს გრიგონისი. მოთამაშეთა ქმედებები კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო წესების დარღვევაა, მაგრამ გუნდი გაგებით ეკიდება თითოეული კალათბურთელის პირად მდგომარეობას. […]
თორნიკე შენგელიას შემდეგ, რუსულ გუნდებს სხვა ლეგიონერებიც ტოვებენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ,,ცსკა-დან” წამოსვლის შემდეგ, რუსული გუნდების დატოვების გადაწყვეტილება სხვა ლეგიონერებმაც მიიღეს. Eurohoops-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტის” დატოვებას აპირებენ ლიეტუვას ნაკრების კალათბურთელები, მინდაუგას კუზმინსკასი და არტურას გუდაიტისი, ,,ცსკა-ს” ტოვებს მარიუს გრიგონისი, პერმის ,,პარმას” კი მთავარი მწვრთნელი – კაზის მაკსვიტისი. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ,,ზენიტი” შაბაზ ნაპიერმაც დატოვა. გუშინ ქართულ და ესპანურ […]
ცსკა მილანთან დამარცხდა – შენგელიამ 13 ქულა მოაგროვა (მიმოხილვა)
ევროლიგის 22-ე ტურში ,,ცსკამ” ,,მილანს” უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 57:67 დამარცხდა. შედეგად, მოსკოვურმა გუნდმა მილანელებთან ზედიზედ მე-4 შეხვედრა დათმო. ,,ცსკას” შემადგენლობაში 27 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ – ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებული ქულების რაოდენობით შენგელია საკუთარ გუნდში […]
MVP-ს ტიტული და გამარჯვება უშუალო კონკურენტთან – შენგელია საუკეთესო იყო
VTB ლიგის მე-10 ტურში, “ცსკა” უშუალო კონკურენტს “სარატოვს” დაუპირისპირდა და 92:65 გაანადგურა. რუსული გრანდის გამარჯვებაში, ლომის წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მატჩის MVP გახდა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში, ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგი იყო: 18 ქულა (2/4 სამქულიანი), 4 მოხსნა და […]
ცსკა რეალთან დამარცხდა | შენგელიას უჩვეულო სტატისტიკა
ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას “ცსკა” ესპანურ გრანდს, “რეალ მადრიდს”, გასვლით მატჩში დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ მეოთხედში ესპანელები საგრძნობლად დაწინაურდნენ, შეიძლება ითქვას, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ მასპინძლებმა “არმიელებს” 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 71:65, მოუგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პარკეტზე 11:56 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 2 მოხსნითა და […]
“იპოვე ვინმე ვისაც ასე ეყვარები,” – FIBA-ს ოფიციალური გვერდი შენგელიაზე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა. FIBA-ს ოფიციალური გვერდი ილიას ზუროსის გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაშს გამოეხმაურა: “იპოვე ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაში.” “ცსკა”-ს ფორვარდმა დღეს უკრაინასთან ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 13 მოხსნა. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან გუშინ შენგელიამ ევროლიგაზე “ბაიერნთან” ითამაშა, […]
გამარჯვებული ნაკრებში – შენგელიამ ბაიერნი დაამარცხა და თბილისში ჩამოდის
უკრაინის ნაკრებთან ხვალინდელ მატჩამდე დღეს თორნიკე შენგელიამ “ცსკა”-სთან ერთად ევროლიგაზე “ბაიერნი” დაამარცხა. მოსკოველებმა მიუნხენში გამართული მნიშვნელოვანი დაპირისპირება 77:74 მოიგეს. რაც შეეხება თორნიკეს, მან პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა (4-დან 3 საჯარიმო, 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ შენგელია თბილისში მატჩიდან რამდენიმე საათში გაემგზავრება. […]
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ცსკა”-ს კალათბურთელმა – თორნიკე შენგელიამ, ევროლიგის მე-10 ტურის მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი კლუბი 8 ქულით, 81:73 დამარცხდა. Потрясающей третьей четверти в нашем исполнении оказалось недостаточно для победы 😢 pic.twitter.com/GZFmUsQQeX — CSKA Moscow (@cskabasket) November 17, 2021 თორნიკე შენგელიამ “ბარსელონას” წინააღმდეგ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც […]