“არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს” – მოსკოვში შენგელიას უფრთხიან
“არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს”, – მოსკოვში მხეცი ჩადის. თორნიკე შენგელია – ნამდვილი ქართველი, “ცსკას” რისხვა. ადამიანი, რომელმაც კირილენკო კარიერის დასრულების თაობაზე დააფიქრა. ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ სერიაში “ცსკა” “ბასკონიას” დაუპირისპირდება. “ცსკას” კალათბურთელებს ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოუწევთ. ლიდერი და კაპიტანი – თორნიკე შენგელია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო 4 ნომერია.
“იპოვე ვინმე ვისაც ასე ეყვარები,” – FIBA-ს ოფიციალური გვერდი შენგელიაზე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა. FIBA-ს ოფიციალური გვერდი ილიას ზუროსის გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაშს გამოეხმაურა: “იპოვე ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაში.” “ცსკა”-ს ფორვარდმა დღეს უკრაინასთან ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 13 მოხსნა. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან გუშინ შენგელიამ ევროლიგაზე “ბაიერნთან” ითამაშა, […]
Eurohoops – შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს
გავლენიანი საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, ევროლიგაში მოასპარეზე 10 საუკეთესო კალათბურთელის ვინაობას ასახელებს, რომელთაც კარიერის გაგრძელება ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) შეუძლიათ. Eurohoops-ი შენგელიას ევროლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად მიიჩნევს, რომლის ტრანსფერზეც ევროპული გრანდები მუშაობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული გრანდების ინტერესის მიუხედავად, შენგელიას კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს. თორნიკე შენგელია (30 წლის – 2012 წლის NBA-ს დრაფტი: 42) Eurohoops: […]
MVP-ს ტიტული და გამარჯვება უშუალო კონკურენტთან – შენგელია საუკეთესო იყო
VTB ლიგის მე-10 ტურში, “ცსკა” უშუალო კონკურენტს “სარატოვს” დაუპირისპირდა და 92:65 გაანადგურა. რუსული გრანდის გამარჯვებაში, ლომის წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მატჩის MVP გახდა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში, ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგი იყო: 18 ქულა (2/4 სამქულიანი), 4 მოხსნა და […]
აკინფეევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!
მოსკოვის “ცსკას” მეკარე, იგორ აკინფეევი დღეიდან რუსეთის ნაკრების ღირსებას აღარ დაიცავს. 32 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, იგი ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლიდან გამოდიოდა და ჩატარებულ 110 მატჩში, 95 გოლი გაუშვა. 2017 წლიდან აკინფეევი რუსეთის ნაკრების კაპიტანი იყო, მან სამშობლოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზეც იკაპიტნა.
ბასკონია შენგელიასთან დაკავშირებით უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსკოვის “ცსკა”-ს ქართველი კალათბურთელი – თორნიკე შენგელია, კვლავ “ბასკონიას” მაისურით ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ბასკონიას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ესპანური საკალათბურთო კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “ბასკონიამ” შენგელიას კონტრაქტში არსებული 23.T პუნქტი აამოქმედა, რის შედეგადაც ქართველი კალათბურთელი “ალბას” წინააღმდეგ ბერლინში გასამართი მატჩის შემდეგ, ესპანეთში უნდა ჩავიდეს და “ბასკონიასთან” ერთად ივარჯიშოს. “ბასკონიასთან” ვარჯიშის შემდეგ, შენგელია “ცსკას”-ს […]
ბასკონიას შენგელიას 9 ქულამ ვერ უშველა
ევროლიგის პლეი-ოფის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში “ბასკონიამ”, რომლის ღირსებასაც საქართელოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია და ნატურალიზირებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი იცავენ, საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ცსკა”-სთან 77:84 წააგო.
გამარჯვებული ნაკრებში – შენგელიამ ბაიერნი დაამარცხა და თბილისში ჩამოდის
უკრაინის ნაკრებთან ხვალინდელ მატჩამდე დღეს თორნიკე შენგელიამ “ცსკა”-სთან ერთად ევროლიგაზე “ბაიერნი” დაამარცხა. მოსკოველებმა მიუნხენში გამართული მნიშვნელოვანი დაპირისპირება 77:74 მოიგეს. რაც შეეხება თორნიკეს, მან პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა (4-დან 3 საჯარიმო, 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ შენგელია თბილისში მატჩიდან რამდენიმე საათში გაემგზავრება. […]
ვესტ ჰემმა ცსკა-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემმა” მოსკოვის “ცსკას”-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 23 წლის ნიკოლა ვლასიჩმა “ჩაქუჩებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხორვატი პლეიმეიკერი მოსკოვურ კლუბს 2019 წელს “ევერტონიდან” შეუერთდა. 2017-18 წლების სეზონში, “ევერტონის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში ვლასიჩმა 2 გოლის გატანა შეძლო (ორივე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე). “მოხარული ვართ გაცნობოთ ხორვატი ნიკოლა ვლასიჩის […]
ვორონცევიჩის 14 წლიანი ეპოქა დასრულდა – შენგელია ცსკა-ში გადაწყვეტილია?!
ანდრეი ვორონცევიჩის 14-წლიანი ეპოქა “ცსკა”-ში ოფიციალურად დასრულდა. ევროლიგის ერთ-ერთმა გრანდმა ვორონცევიჩთან გამომშვიდობების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. “ეს არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება, თითოეული ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია ვორონცევიჩის სხვა გუნდის მაისურით ხილვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვორონცევიჩი “ცსკა”-ს სიმბოლო გახდა – ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ჩვენს რიგებში, ომსკელი ბავშვი რუსული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წარმომადგენელი […]
თორნიკე შენგელია “ნიჟნი ნოვგოროდთან” გამართული მატჩის MVP გახდა
VTB United League-ის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა” გასვლაზე “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 63:83 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 20:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაა. შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან […]
თორნიკე შენგელია “ცსკა-ში” 23 ნომრით ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია, რუსული არმიის კლუბ “ცსკა”-ში 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა თავად კლუბმაც და “ცსკას”-ს ოფიციალურ საიტზე, გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ თორნიკე შენგელიას 23 ნომრიანი მაისურის გამოწერა, რომლის ფასიც 2 500 რუბლია.