შენგელიას მოთხოვნით კონტრაქტში განსაკუთრებული პუნქტია შეტანილი
თორნიკე შენგელია ევროლიგაში მოასპარეზე ერთადერთი კალათბურთელი იქნება, რომელსაც სეზონის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, “ცსკა”-სთან კონტრაქტის გაფორმების დროს, აღნიშნული პუნქტი შენგელიას მოთხოვნით იქნა კონტრაქტში დამატებული. შეგახსენებთ, “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის “ლიგა ენდესას” ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, თორნიკე შენგელიამ “ცსკა”-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცსკა 1:0 რეალი (მიმოხილვა)
ბასკონია შენგელიასთან დაკავშირებით უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსკოვის “ცსკა”-ს ქართველი კალათბურთელი – თორნიკე შენგელია, კვლავ “ბასკონიას” მაისურით ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ბასკონიას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ესპანური საკალათბურთო კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “ბასკონიამ” შენგელიას კონტრაქტში არსებული 23.T პუნქტი აამოქმედა, რის შედეგადაც ქართველი კალათბურთელი “ალბას” წინააღმდეგ ბერლინში გასამართი მატჩის შემდეგ, ესპანეთში უნდა ჩავიდეს და “ბასკონიასთან” ერთად ივარჯიშოს. “ბასკონიასთან” ვარჯიშის შემდეგ, შენგელია “ცსკას”-ს […]
ცსკა-მ რეალს გაუტანა 1:0 (ვიდეო)
თორნიკე შენგელია “ნიჟნი ნოვგოროდთან” გამართული მატჩის MVP გახდა
VTB United League-ის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა” გასვლაზე “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 63:83 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 20:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაა. შენგელიამ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან […]
რეალი 0:3 ცსკა (მიმოხილვა)
MVP-ს ტიტული და გამარჯვება უშუალო კონკურენტთან – შენგელია საუკეთესო იყო
VTB ლიგის მე-10 ტურში, “ცსკა” უშუალო კონკურენტს “სარატოვს” დაუპირისპირდა და 92:65 გაანადგურა. რუსული გრანდის გამარჯვებაში, ლომის წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მატჩის MVP გახდა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში, ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგი იყო: 18 ქულა (2/4 სამქულიანი), 4 მოხსნა და […]
“იპოვე ვინმე ვისაც ასე ეყვარები,” – FIBA-ს ოფიციალური გვერდი შენგელიაზე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა. FIBA-ს ოფიციალური გვერდი ილიას ზუროსის გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაშს გამოეხმაურა: “იპოვე ვინმე, ვისაც ისე უყვარხარ, როგორც შენგელიას საქართველოს ნაკრებში თამაში.” “ცსკა”-ს ფორვარდმა დღეს უკრაინასთან ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 13 მოხსნა. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან გუშინ შენგელიამ ევროლიგაზე “ბაიერნთან” ითამაშა, […]
საქართველოს პრეზიდენტი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა
თორნიკე შენგელია ბოლოდროინდელი ქართული და ევროპული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ეს ყველაფერი კი მისი “ცსკაში” ტრანსფერითაა გამოწვეული. თორნიკე “ბასკონიას” რიგებს 2014 წელს შეუერთდა. ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მან ესპანური გუნდის კაპიტნის ამპლუაც მოირგო, რაც ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. შენგელიამ “ბასკონიას” მაისურით პარკეტზე 318 შეხვედრა ჩაატარა, 138 ევროლიგის ეგიდით და 180 ესპანეთის ჩემპიონატში. თორნიკე […]
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ცსკა”-ს კალათბურთელმა – თორნიკე შენგელიამ, ევროლიგის მე-10 ტურის მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი კლუბი 8 ქულით, 81:73 დამარცხდა. Потрясающей третьей четверти в нашем исполнении оказалось недостаточно для победы 😢 pic.twitter.com/GZFmUsQQeX — CSKA Moscow (@cskabasket) November 17, 2021 თორნიკე შენგელიამ “ბარსელონას” წინააღმდეგ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც […]
ქართველების ბასკონიამ ევროლიგის ფლეი ოფში ცსკა დაამარცხა
რამდენიმე წუთის წინ დასრულა ევროლიგის საფლეიოფო მატჩი მოსკოვში, სადაც ადგილობრივი “ცსკა” ესპანურ “ბასკონიას” დაუპირისპირდა და მატჩი 68:78 დათმო. სტუმართა შემადგენლობაში ორივე ქართველი კალათბურთელი თამაშობდა: თორნიკე შენგელიაც და მეტ ჯენინგიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ერთ-ერთ ლიდერებთან ( “ცსკასთან” ) გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 22:37 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი […]
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: ” მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს…”
მოსკოვის “ცსკაში” თორნიკე შენგელიას ტრანსფერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გამოეხმაურა. ” შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში”. – ნათქვამია განცხადებაში. […]