საშინელი შეჯახება ტურ დე ფრანსზე – დამნაშავე ქვეყნიდან გაიქცა
რამდენიმე დღის წინ ტურ დე ფრანსზე ერთ-ერთმა მაყურებელმა საშინელი ავარია გამოიწვია. ქალის მიერ ხელში დაჭერილ ბანერს ველომრბოლელი დაეჯახა და წაიქცა, შესაბამისად, მას არაერთი სხვა მონაწილეც მიჰყვა. სპორტსმენებმა შეჯახებების შემდეგ სხეულის არაერთი დაზიანება მიიღეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი ქალბატონი ქვეყნიდან გაიქცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციას მის პოვნაში დახმარებისთვის მიმართა. GREAT TO […]
ტურ დე ფრანსის აგვისტოში ჩატარებას “კატასტროფის რეცეპტად” მიიჩნევენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ედინბურგის უნივერსიტეტის თავჯდომარემ, დევი სრიდჰერმა განაცხადა, რომ ტურ დე ფრანსის აგვისტოში ჩატარების გეგმა კატასტროფის რეცეპტია. “გონიერი გადაწყვეტილება რბოლის შემდეგი წლისთვის გადატანა იქნება. ეს მტკინვეული ნაბიჯია, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვთ,” – ამბობს სრიდჰერი. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ტურ დე ფრანსი გასულ ოთხშაბათს 29 აგვისტომდე გადაიდო. კორონავირუსის პანდემიამდე, რბოლა ივნისში იყო დაგეგმილი. […]
ტურ დე ფრანსის ახალი თარიღი ცნობილია
2020 წლის ტურ დე ფრანის ახალი თარიღი ოფიციალურად დადასტურდა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ რბოლის გადადება გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს განაცხადა, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე გასამართი ყველა ღონისძიება, რომელზეც დიდი დასწრებაა მოსალოდნელი, გადაიდო. დღეს დადასტურებული ინფორმაციით, ტურ დე ფრანსი სტარტს ნიცაში 29 აგვისტოს აიღებს და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
COVID-19-ის ფონზე, ტურ დე ფრანსი სავარაუდოდ მაინც გაიმართება
საფრანგეთის სპორტის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკის ზრდის მიუხედავად, ტურ დე ფრანსი ივლისში მაინც გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ზაფხულში გასამართი სპორტული ტურნირების უდიდესი უმრავლესობა გადადებულია – მათ შორის, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და ოლიმპიადა, 2021 წელს ჩატარდება. ამის მიუხედავად, საფრანგეთის სპორტის მინისტრის, როქსანა მარასინიანუ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საგზაო […]