‘ატომური ჭიანჭველა’ შესაძლოა MLS-ში დაბრუნდეს
‘ატომური ჭიანჭველა’ შესაძლოა MLS-ში დაბრუნდეს – დამატებით “ლოს ანჯელეს გალაქსი” ინტერესდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, ანგელოზთა ქალაქის გუნდი მზადაა 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ზამთარშივე გაუფორმოს. “გალაქტიკოსების” მთავარი მწვრთნელი ამჟამად გრეგ ვანია, რომელიც “ტორონტოში” 2013-20 წლებში მუშაობდა და ჯოვინკოს კარგად იცნობს. მათ ერად, 2017 წელს, ამერიკის ჩემპიონობა იზეიმეს. Transfermarkt ჯოვინკოს 4 მილიონ ევროდ აფასებს. ამ […]
10 ევროპული კლუბი, რომელსაც შიდა ჩემპიონატში ყველაზე მეტი ტიტული აქვს
10-წლიანი პაუზის შემდეგ, გლაზგოს “რეინჯერსი” შოტლანდიის ჩემპიონი გახდა. სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული მას შემდეგ გაიფორმა, რაც პრემიერშიფის 31-ე ტურის შეხვედრაში, “სენტ მირენი” – 3:0 დაამარცხა. კლუბის ამჟამინდელი ტრიუმფი იმითიც იყო გამორჩეული, რომ 2012 წელს, “რეინჯერსი” ფინანსური კოლაფსის გამო მესამე ლიგაში დაქვეითდა. ეს დედაქალაქური კლუბისთვის ქვეყნის რიგით 55-ე ჩემპიონობა გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ “ლურჯები” ევროპის მასშტაბით […]
18 წლის რონალდუს პირველი ინტერვიუ და თარჯიმანი გარი ნევილი (ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუ დღეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. სულ ცოტა ხნის წინ, მან კარიერაში 760-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა იყო დრო, როცა მორიდებულ მადეირელ ბიჭს კამერების წინაშე გამოჩენის კომპლექსი ჰქონდა და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარიც არ შეეძლო. იმის ფონზე, თუ რას წარმოადგენს დღეს 5 ოქროს ბურთის, 5 ჩემპიონთა […]
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი: “კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანკო კაუსიომ, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი, ხოლო ტურინის “იუვენტუსთან” ერთად სერია A-ს 6-გზის გამარჯვებული და უეფას თასის 1977 წლის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 73 წლის ვეტერანმა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერს უნიკალური ფეხბურთელი უწოდა. “კვარა უნიკალური ფეხბურთელია. მას იტალიაში სადარი არ ჰყავს. ვულოცავ ჯუნტოლის და ყველას, […]
20 მილიონი კვარაცხელიასთვის – ტურინის იუვენტუსი ქართველი ტალანტის შეძენას აპირებს
არაერთი იტალიური სპორტული მედია საშუალება ერთხმად იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება. იტალიური წყაროების ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ანდრეა პირლოს სრულ ნდობას უცხადებს და იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს, ახალგაზრდა სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას შემდეგ სეზონშიც შეინარჩუნებს. ამრიგად, პირლოს შტაბში უკვე ფიქრობენ ახალი სეზონისთვის გაძლიერებაზე […]
2022 წლის ზამთრის ტოპ 10 ტრანსფერი ევროპაში
ევროპაში 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წამყვან ჩემპიონატებში არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რაც მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გვპირდება. ევროპული გრანდები, ისეთები, როგორებიც ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” არიან, საგრძნობლად გაძლიერდნენ. ასევე, შემადგენლობის განახლებაზე ზრუნვა დაიწყო “ნიუკასლმაც“, რომელშიც ახალი, აზიური პროექტი იწყება და რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში “კაჭკაჭებს” შორს მიმავალ პერსპექტივას უსახავს. საერთო ჯამში, ფეხბურთის გულშემატკივარმა […]
4 ახალი ჩემპიონი – სუპერკომპიუტერმა TOP 5 ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილი გამოავლინა
მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ყველა წინამორბედისგან განსხვავდება. გადატვირთული კალენდარი, ცარიელი სტადიონები, მოთამაშეები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ამის გამო მატჩები გამოტოვეს. ყველაფერ ამისა დამსახურებით, ძალიან დაძაბული და არაპროგნოზირებადი ლიგების მომსწრენი ვართ. საინტერესოა, როგორი დასასრული ექნება მიმდინარე სეზონს და რომელი გუნდები მოახერხებენ ტიტულის მოპოვებას, თანაც იმის ფონზე, რომ ამ მომენტისთვის, 5-დან 4 ლიგას მოქმედი ჩემპიონი არ ლიდერობს. საფეხბურთო […]
43 წლის ჯიჯი ბავშვივით ერთობა: ბუფონმა თანაგუნდელები “ჯეირანში” დაამარცხა
45 მატჩი, 46 გოლი და 4 წელი – ასაკი მხოლოდ ციფრებია
კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა უბრალოდ ფანტასტიკურია. 34 წლის თავდამსხმელმა ნაკრებში ბოლო 7 მატჩში 13 ბურთი შეაგდო და საერთო ჯამში უკვე 98 გოლი დააგროვა. ამ გასაოცარი რიცხვებით 5 ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელი ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირთა შორის ევროპაში პირველი მსოფლიოში კი მეორეა. ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი მხოლოდ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 109 გოლია. რონალდუს მიერ ლიეტუვასთან […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
Amazon-ი პოლ პოგბას შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიას გადაიღებს
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნახევარმცველი, პოლ პოგბა კომპანია Amazon-ის დოკუმენტური სერიალების ობიექტივში მოექცევა. 28 წლის ფეხბურთელმა და ტელეკომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვეტილია, რომ გულშემატკივარი მომავალ წელს ფრანგი ნახევარმცველის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ რამდენიმესერიიან ფილმს იხილავს. ცნობილია, რომ ფილმში მთავარი აქცენტები პოგბას “წითელი ეშმაკებიდან” წასვლასა და დაბრუნებაზე და ეროვნულ გუნდთან ერთად, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაზე გაკეთდება. […]